მთავარი მენიუს გახსნა

მარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

მარის ასსრ-ის დროშა
მარის ასსრ-ის გერბი

მარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (რუს. Марийская Автономная Советская Социалистическая Республика) — რსფსრ-ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 1936-1993 წლებში. დედაქალაქი — იოშქარ-ოლა.

ისტორიარედაქტირება

მარის ასსრ შეიქმნა 1936 წლის 5 დეკემბერს საბჭოთა კავშირის 1936 წლის კონსტიტუციის საფუძველზე მარის ავტონომიური ოლქის გარდაქმნის შედეგად, რომელიც თავის მხრივ შექმნილი იყო 1920 წლის 4 ნოემბერს, როგორც ავტონომიური ტეროტირიული წარმონაქმნი მთისა და მდელოს მარიელებისათვის.

1990 წლის 22 ოქტომბერს მარის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა მარის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.

1992 წლის 9 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ მარის სსრ-ს უწოდა მარი-ელის რესპუბლიკა, შესაბამისად შეიტანეს ცვლილება რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 71-ე მუხლში[1].

ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება

მარის ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა 14 რაიონი. ამავე რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებობდა სამი ქალაქი (იოშქარ-ოლა, ვოლჟსკი და კოზმოდემიანსკი) და 14 დაბა[2].

ეროვნული შემადგენლობარედაქტირება

1970 წლის აღწერის მონაცემები:

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Закон Российской Федерации от 9 декабря 1992 года № 4061-I «Об изменениях и дополнениях Конституции (Основного Закона) Российской Федерации — России».
  2. 2.0 2.1 Марийская Автономная Советская Социалистическая Республика // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.