„მარინერ“ (ინგლ. Mariner — „მეზღვაური“) — ვენერასა და მარსის კვლევისათვის გათვალისწინებული ამერიკის ავტომატური საპლანეტათშორისო სადგურების სერიის სახელწოდება, მათი მომზადება- გაშვების პროგრამა.

1962 წელს „მარინერ-1“-ის გაშვება

„მარინერ-1“ და „მარინერ-2“ მთვარის ძველი აპარატების „რეინჯერის“ ბაზაზე შეიქმნა. „მარინერზე“ განლაგებულია რადიოტექნიკური და საპროგრამო მოწყობილობანი, ორიენტაციის, სტაბილიზაციის, თერმორეგულირების სისტემები, ენერგეტიკული და მაკორექტირებელი დანადგარები, სატელევიზიო კამერები, სამეცნიერო აპარატურა: მაგნიტომეტრი, საიონიზაციო კამერა, მზისიერი პლაზმისა და მეტეორული ნაწილაკების დეტექტორები, ულტრაიისფერი ფოტომეტრი, მაზონდირებელი მიმღები, „მარინერის“ ბოლო ნიმუშებზე არის აგრეთვე ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სპექტრომეტრები, რადიომეტრი და სხვა. „მარინერის“ გაშვება ხდება „ატლას-აჯენა“ და „ატლას-ცენტავრის“ ტიპის რაკეტა მატარებლებით.

სახელწოდება გაშვების თარიღი მასა (კგ) ფრენის მიზანი ფრენის შედეგი
„მარინერ-1“ 22 ივლისი, 1962 202,7 ვენერას კვლევა რაკეტა-მატარებელი კურსიდან გადაიხარა და ამიტომ ააფეთქეს.
„მარინერ-2“ 27 აგვისტო, 1962 202,7 ვენერას კვლევა 1962 წლის 14 დეკემბერს გაიფრინა ვენერასთან 34600 კმ მანძილზე და გახდა მზის ხელოვნური თანამგზავრი.
„მარინერ-3“ 5 ნოემბერი, 1964 260,8 მარსის კვლევა სტარტიდან 10 საათის შემდეგ „მარინერ-3“-თან კავშირი შეწყდა. გახდა მზის ხელოვნური თანამგზავრი.
„მარინერ-4“ 28 ნოემბერი, 1964 260,8 მარსის კვლევა 1965 წლის 15 ივლისს გაიფრინა მარსთან 9850 კმ მანძილზე და გახდა მზის ხელოვნური თანამგზავრი. მასთან კავშირი შენარჩუნებული იყო 1967 წლის 20 დეკემბრამდე.
„მარინერ-5“ 14 ივნისი, 1967 245 ვენერას კვლევა 1967 წლის 19 ოქტომბრამდე გაიფრინა ვენერასთან 3990 კმ მანძილზე და გახდა მზის ხელოვნური თანამგზავრი. მასთან კავშირი შენარჩუნებული იყო 1967 წლის 22 ნოემბრამდე.
„მარინერ-6“ 24 თებერვალი, 1969 412,8 მარსის კვლევა 1969 წლის 31 ივლისს გაიფრინა მარსთან 3430 კმ მანძილზე და გახდა მზის ხელოვნური თანამგზავრი.
„მარინერ-7“ 27 მარტი, 1969 412,8 მარსის კვლევა 1969 წლის 5 აგვისტოს გაიფრინა მარსთან 3430 კმ მანძილზე და გახდა მზის ხელოვნური თანამგზავრი.
„მარინერ-8“ 8 მაისი, 1971 1000 მარსის კვლევა რაკეტა-მატარებელი მწყობრიდან გამოვიდა და ჩავარდა ატლანტის ოკეანეში.
„მარინერ-9“ 30 მაისი, 1971 1000 მარსის კვლევა 1971 წლის 13 ნოემბერს გახდა მარსის პირველი ხელოვნური თანამგზავრი. აქედან 1972 წლის 27 ოქტომბრამდე გადაიღო მარსის ზედაპირის 7329 ფოტოსურათი, აგრეთვე მარსის თანამგზავრების —ფობოსისა და დეიმოსის სურათები.
„მარინერ-10“ 3 ნოემბერი, 1973 500 ვენერასა და მერკურის კვლევა 1974 წლის 5 თებერვალს გაიფრინა ვენერასთან 5700 კმ მანძილზე. გაიფრინა მერკურთანაც 740 კმ (29 მარტი, 1974) და 320 კმ (16 მარტი, 1975) მანძილებზე, გადაიღო ამ პლანეტის ზედაპირის 57%-ის სურათები.

ლიტერატურა რედაქტირება