მარია შრაივერი
მარია ოუინგს შრაივერი (ინგლ. Maria Owings Shriver; დ. 6 ნოემბერი, 1955) — ამერიკელი ჟურნალისტი, ავტორი, კენედების ოჯახის წევრი, კალიფორნიის ყოფილი პირველი ლედი და არაკომერციული ორგანიზაციის, The Women's Alzheimer's Movement-ის დამფუძნებელი. დაქორწინებული იყო კალიფორნიის ყოფილ გუბერნატორზე და მსახიობ არნოლდ შვარცენეგერზე, რომელთან განქორწინებაც 2011 წელს მოითხოვა. შრაივერმა მიიღო Peabody Award და იყო NBC-ის ემის გამარჯვებული 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების თანაწამყვანობისთვის. როგორც ალცჰეიმერის პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი, შრაივერმა მოიპოვა ორი ემის ჯილდო და სატელევიზიო ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის ჯილდ. [1] მისი დედა, იუნის კენედი შრაივერი, იყო ჯონ ფ., რობერტის და ტედ კენედის და. შრაივერი ამჟამად არის NBC News-ის წამყვანი და კორესპონდენტი.
მარია შრაივერი | |
---|---|
შრაივერი 2018 წელს | |
დაბადების სახელი | მარია ოუვინგს შრაივერი |
დაბადების თარიღი |
6 ნოემბერი, 1955 ჩიკაგო, ილინოისი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
ალმა-მატერი | ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ჟურნალისტი, ავტორი |
მეუღლე(ები) | არნოლდ შვარცენეგერი (1986-2021) |
შვილ(ებ)ი | 4 |
მშობლები |
მამა: სარჯენტ შრაივერი დედა: იუნის კენედი |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაშრაივერი დაიბადა ჩიკაგოში, ილინოისში, 1955 წლის 6 ნოემბერს. არის პოლიტიკოს სარჯენტ შრაივერის და აქტივისტის იუნის კენედი შრაივერის მეორე შვილი. შრაივერი აშშ-ს გარდაცვლილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის, აშშ-ს გენერალური პროკურორის და აშშ-ს სენატორის რობერტ ფ. კენედის და ამერიკელი სენატორის ტედ კენედის დისშვილია. არის კათოლიკური აღმსარებლობის, [2] ხოლო წარმოშობით ირლანდიელი და გერმანელია.
შრაივერმა საშუალო სკოლის წლები გაატარა პარიზში, საფრანგეთში, თუმცა, 1968 წელს, შრაივერის ოჯახი დროებით საცხოვრებლად გადავიდა ჩიკაგოში, ილინოისში.
მერილენდში საბოლოოდ დაბრუნდა 1971 წელს, [3] სადაც სწავლობდა სტოუნ რიჯის სასულიერო სკოლაში, სწავლა დაამთავრა 1973 წელს, [4] [5] მოგვიანებით, ორი წლის განმავლობაში სწავლობდა მანჰეტენვილის კოლეჯში პურჩაიზში, ნიუ-იორკში. შემდეგ ამერიკანისტიკის სწავლა დაიწყო ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში ვაშინგტონში, რომელიც დაამთავრა 1977 წლის ივნისში.
შრაივერი ჩოგბურთელის პემ შრაივერის მეოთხე ბიძაშვილია. [6] ასევე არის ქეროლაინ კენედის ბიძაშვილი.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1977 წელს ტომ ბროკავმა მარია გააცნო ავსტრიელ ბოდიბილდერს და მსახიობს არნოლდ შვარცენეგერს საქველმოქმედო ჩოგბურთის ტურნირზე, რომელიც დედამისის სახლში იმართებოდა. იგი დაქორწინდა შვარცენეგერზე 1986 წლის 26 აპრილს ჰიანისში, მასაჩუსეტსში, წმინდა ფრენსის ქსავიერის რომის კათოლიკურ ეკლესიაში. [7] მათ ჰყავთ ოთხი შვილი: კეტრინი (დ.1989 წლის 13 დეკემბერს), [8] კრისტინა (დ. 1991 წლის 23 ივლისს), [9] პატრიკი (დ. 1993 წლის 18 სექტემბერს), [10] და კრისტოფერი (დ. 1997 წლის 27 სექტემბერს).; ყველა მათგანი დაიბადა ლოს-ანჯელესში. [11]
2011 წლის 9 მაისს შვარცენეგერმა და შრაივერმა 25 წლიანი ქორწინების შემდეგ გამოაცხადეს დაშორების ამბავი. შრაივერი წყვილის ბრენტვუდის სასახლიდან გადავიდა. [12] [13] [14]
2011 წლის 17 მაისს შვარცენეგერმა 14 წლით ადრე, სანამ კალიფორნიის გუბერნატორი გახდებოდა, აღიარა მათი ოჯახის თანამშრომლის დიდი ხნის წევრის, მილდრედ პატრიცია ბაენას შვილის მამობა. [15] შრაივერმა შვარცენეგერის აღიარებაზე თქვა, რომ „მტკივნეული და გულისამრევი“ იყო. მან უარი თქვა ამ თემაზე საუბრის გაგრძელებაზე და თქვა: „როგორც დედა, ჩემი საზრუნავი შვილებია. მე ვითხოვ თანაგრძნობას, პატივისცემას და კონფიდენციალურობას, და ვცდილობ ჩემი ცხოვრების ჩვეულ ფორმატში დაბრუნებას.” [16] შრაივერმა განქორწინების შესახებ განაცხადი შეიტანა 2011 წლის 1 ივლისს, შეურიგებელი უთანხმოების მოტივით. განქორწინება დასრულდა 2021 წლის დეკემბერში.
2013 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეთიუ დაუდი ურთიერთობაში იყო შრაივერთან. [17]
ჯილდოები
რედაქტირებაროგორც ალცჰეიმერის პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი, შრაივერმა მოიპოვა ორი ემის ჯილდო და სატელევიზიო ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის ჯილდო „სინდისის მქონე სატელევიზიო შოუს“ შემუშავებისთვის. [18] მან დამატებით ასევე მოიგო Peabody Awards სატელევიზიო ჟურნალისტიკაში. [19]
2009 წელს შრაივერს მიენიჭა „Shinnyo-en Foundation“-ის 2009 წლის Pathfinders to Peace ჯილდო. შრაივერის პატივსაცემად მოწყობილ ცერემონიაზე, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა: „მარია შრაივერი ხედავს საუკეთესოს სხვა ადამიანებში - მათ თანდაყოლილ სიკეთეს - და შთააგონებს მათ გახდნენ საკუთარი ცვლილების არქიტექტორები. ის არის მშვიდი და ძლიერი ქალბატონი, რომელიც მისაბაძი მაგალითია სიკეთესა და ქველმოქმედებაში. მარია იყენებს თავის სახელგანთქმულობას მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად.“[20]
წმინდა იოანეს ჯანმრთელობის ცენტრს აქვს შრივერის სახელობის ბაღი. [21]
ჰიბრიდულ ვარდს შრაივერის სახელი 2004 წლის ოქტომბერში დაარქვეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- A Woman's Nation დაარქივებული 2020-02-25 საიტზე Wayback Machine.
- The Shriver Report
- მარია შრაივერი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- მარია შრაივერი ბიბლიოთეკის WorldCat კატალოგში
- გარეგნობა C-SPAN-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „TV academy honors 'television with a conscience'“. Los Angeles Times. May 6, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 24, 2014. ციტირების თარიღი: October 8, 2014.
- ↑ Winfrey, Oprah. (May 30, 2008) Oprah Talks to Maria Shriver. The Oprah Winfrey Show. ციტირების თარიღი: December 29, 2021
- ↑ Sargent Shriver Peace Institute.. US Ambassador to France. Sargent Shriver Peace Institute - US Ambassador to France. ციტირების თარიღი: May 3, 2021Sargent Shriver Peace Institute. "US Ambassador to France". Sargent Shriver Peace Institute - US Ambassador to France. Retrieved May 3, 2021.
- ↑ Shout out to Olympian @katieledecky who attends Stone Ridge School of the Sacred Heart in Bethesda, MD. My alma mater!. Missing or empty |user= (help); Missing or empty |number= (help); Missing or empty |date= (help)
- ↑ Alumnae Spotlights | Stone Ridge School of the Sacred Heart. www.stoneridgeschool.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-12. ციტირების თარიღი: 2021-06-05
- ↑ Dwyre, Bill (2010-09-04). „ESPN's Pam Shriver talks as good a game as she played“. Los Angeles Times (ინგლისური). ISSN 0458-3035. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 6, 2019. ციტირების თარიღი: 2019-07-06.
- ↑ „Maria Owings Shriver Wed To Arnold Schwarzenegger“. The New York Times. April 27, 1986. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 28, 2008. ციტირების თარიღი: January 29, 2018.
- ↑ The Birth of Katherine Schwarzenegger. ციტირების თარიღი: January 14, 2019
- ↑ Pace, Eric (July 24, 1991). „Chronicle“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 18, 2020. ციტირების თარიღი: December 29, 2021.
- ↑ Brozan, Nadine (September 21, 1993). „Chronicle“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 18, 2020. ციტირების თარიღი: December 29, 2021.
- ↑ Brozan, Nadine (September 30, 1997). „Chronicle“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 18, 2020. ციტირების თარიღი: December 29, 2021.
- ↑ Mark Z. Barabak (May 9, 2011). „Arnold Schwarzenegger, Maria Shriver announce separation“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 13, 2011. ციტირების თარიღი: February 20, 2020.
- ↑ Hax, Carolyn (May 10, 2011). „Arnold Schwarzenegger and wife of 25 years, Maria Shriver, say they're separating“. The Washington Post. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 15, 2017. ციტირების თარიღი: September 4, 2017.
- ↑ Dan Whitcomb (May 10, 2011). „Arnold Schwarzenegger, wife Maria Shriver separate“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 24, 2015. ციტირების თარიღი: July 1, 2017.
- ↑ Reich, Ashley (May 17, 2011). „Arnold Schwarzenegger Fathered A Child With Member Of Household Staff“. Huffington Post. USA. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 10, 2016. ციტირების თარიღი: December 29, 2021.
- ↑ Powers, Lindsay (May 17, 2011). „Maria Shriver Speaks Out: 'This Is a Painful and Heartbreaking Time'“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 20, 2020. ციტირების თარიღი: February 20, 2020.
- ↑ The Reliable Source. (November 1, 2013) Schwarzenegger follows his passion; Maria follows hers — a new boyfriend. The Washington Post. ციტირების თარიღი: September 6, 2018
- ↑ Shriver, Gore honored by TV academy. TODAY.com. ციტირების თარიღი: June 6, 2020
- ↑ Maria Shriver – Dateline NBC. ციტირების თარიღი: March 23, 2011
- ↑ Maria Shriver receiving Shinnyo-en Foundation's Award at 2009 NCVS. ციტირების თარიღი: October 8, 2014
- ↑ The Maria Shriver Nursery. ციტირების თარიღი: July 23, 2012