მარია ნიკოლოზის ასული ვოლკონსკაია, ქორწინებაში გრაფინია ტოლსტაია (რუს. Мария Николаевна Волконская, დ. 10 ნოემბერი, 1790, იასნაია პოლიანა, ტულას გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 4 აგვისტო, 1830, იასნაია პოლიანა, ტულას გუბერნია, რუსეთის იმპერია) — რუსი თავადის ასული, ლევ ტოლსტოის დედა.

მარია ტოლსტაია
დაბადების თარიღი 10 ნოემბერი, 1790(1790-11-10)
დაბადების ადგილი იასნაია-პოლიანა, ტულის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 4 აგვისტო, 1830(1830-08-04)[1] [2] (39 წლის)
გარდაცვალების ადგილი იასნაია-პოლიანა, ტულის გუბერნია, რუსეთის იმპერია
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
მეუღლე ნიკოლაი ტოლსტოი
შვილ(ებ)ი ლევ ტოლსტოი, Mariya Tolstaya და Nikolay Tolstoy

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარია დაიბადა იასნაია-პოლიანაში, ვოლკონსკის ოჯახის მამულში, გენერალ ნიკოლაი ვოლკონსკის და მისი მეუღლის ეკატერინა დმიტრის ასულის ოჯახში. დედის მამა, თავადი დიმიტრი ტრუბეცკოი, ფლობდა მდიდრულ სასახლეს პოკროვკაზე. დედის ადრეული გარდაცვალების შემდეგ (1792 წელს), იგი იზრდებოდა ძმის ოჯახში, თავად ივან ტრუბეცკოისთან, მანამ სანამ 1799 წელს მამამისი პენსიაზე გავიდა და ქალიშვილთან ერთად დასახლდა იასნაია- პოლიანაში.

მკაცრი მამის ხელმძღვანელობით მარიამ სახლში კარგი განათლება მიიღო. იგი შესანიშნავად უკრავდა კლავიკორდსა და არფაზე, იცოდა ხუთი ენა, სწავლობდა რუსულ ლიტერატურას, მუსიკას, ხელოვნების ისტორიას, მათემატიკას, ფიზიკას, გეოგრაფიას, ლოგიკას, მსოფლიო ისტორიას და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.

მარიას ჩაკეტილობა და მამის სარკასტული ხასიათი, აფრთხობდა პოტენციურ სასიძოებს და 30 წლის ასაკში მარია ფაქტიურად შეეგუა შინაბერას როლს. მას სახის დიდი ნაკვთები ჰქონდა, რაც ლევ ტოლსტოიმ მემკვიდრეობით მიიღო და, მისი აზრით, „ულამაზო“.[3]

როდესაც 1821 წელს ნიკოლაი ვოლკონსკი მოულოდნელად გარდაიცვალა, ეს დიდი დარტყმა იყო მისი ერთადერთი ქალიშვილისა და მემკვიდრისთვის. მემკვიდრეობით უფლებებში შესვლისთანავე, მარია 75000 მანეთი თავის კომპანიონს მის ჰანესენს მისცა და მოაწყო მისი ქორწინება ბიძაშვილ მიხაილ ვოლკონსკისთან. მარტოხელა ნათესავის ამ საქციელმა შეაშფოთა ვოლკონსკი და ტრუბეცკოი, რომლებმაც დაიწყეს ფიქრი მის გათხოვებაზე. თავად ივან ტრუბეცკოის მეუღლემ მოაწყო ქორწინება გრაფ ნიკოლაი ტოლსტოისთან, გაკოტრებულ კარგი გვარის წარმომადგენელთან. ალექსანდრე ბულგაკოვი 1822 წლის მაისში მოსკოვიდან წერდა[4]:

 
„თავადის ქალი ვოლკონსკაია, გარდაცვლილი ნიკის ქალიშვილი. სერგეევიჩი დიდი წარბებით, მოხუცი გოგონა, შეუხედავი და უკვე იმედგადაწურული ქორწინების სიტკბოებისთვის, თავისი ქონების ნაწილი გადასცა ინგლისელ ქალს, რომელიც მასთან ცხოვრობდა, ახლა ნანობს გულუხვობას, გრაფ ტოლსტოიზე დანიშვნის შემდეგ.“

ქორწილი იასენევსკაიას ეკლესიაში 1822 წლის 9 ივლისს შედგა, რის შემდეგაც წყვილი ტრუბეცკოის ბიცევსკოიეს მამულში გადავიდა საცხოვრებლად. თავდაპირველად, ეს იყო ქორწინება ანგარებით (მამის გარდაცვალების შემდეგ, ნიკოლაი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა), მაგრამ, ბევრის გასაკვირად, ის ძალიან ბედნიერი აღმოჩნდა.

გრაფინია ტოლსტაია დაუმეგობრდა ქმრის მეორე ბიძაშვილს, ტატიანა ერგოლსკაიას და რეგულარულად ჰქონდა მასთან მიმოწერა. წერილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის ჩაფლული იყო ბავშვების აღზრდაში, აწარმოებდა დღიურს უფროსი ვაჟის ნიკოლენკას აღზრდის შესახებ. ლევ ტოლსტოის თქმით, დედამისი „შესანიშნავი მთხრობელი იყო, თუ ეს სიბნელეში ხდებოდა, შუქის ფონზე კი ის უხერხულობას გრძნობდა“.[5]

ტოლსტოებს ჰყავდათ ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი:

ქალიშვილის დაბადებიდან ექვსი თვის შემდეგ, მარია გარდაიცვალა „ნერვული სიცხისგან“,[6] რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა.[7] იგი დაკრძალეს ტოლსტოების საგვარეულო სასაფლაოზე ნეკროპოლისში, სოფელ ყოჩაკის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში.[8] ქალიშვილი მარია ყვებოდა, რომ დედამ მისი დაბადებიდან მალევე, თავის ტრავმა მიიღო[5]:

 
„მას საქანელა ჰქონდა და ყოველთვის ითხოვდა რაც შეიძლება მაღლა გაექანავებინათ. ერთხელ ის ძალიან ძლიერად გააქანავეს, დაფა ჩამოვარდა და თავში მოხვდა. ამის შემდეგ მას ყოველთვის ჰქონდა თავის ტკივილები. <…> დედა ტვინის ანთებით გარდაიცვალა. უცებ ღმერთმა იცის რაზე დაიწყო საუბარი, იჯდა და წიგნს კითხულობდა — წიგნი კი უკუღმა ედო.“

დედის გარდაცვალების შემდეგ შვილების აღზრდა ტატიანა ერგოლსკაიამ აიღო საკუთარ თავზე.

მიუხედავად იმისა, რომ ლევ ტოლსტოის დედა არ ახსოვდა, მან კერპად აქცია იგი და დეტალურად შეისწავლა მისი დღიურები. მისი მეუღლის სოფია მოგონებების თანახმად, ტოლსტოი ყოველ დილას ატარებდა იასნაია-პოლიანას ქვედა ბაღში, სადაც მარია ხშირად ისვენებდა და ბევრი ხე თავად მისი დარგული იყო. დედის ნათელი სურათი ასახულია ტოლსტოის მოთხრობაში „ბავშვობა“. მრავალი ადამიანის თვალსაზრისით, ტოლსტოის დედა გახდა თავადის ასულ მარი ბოლკონსკაიას პროტოტიპი რომანიდან „ომი და მშვიდობა“: მარტოხელა ცხოვრება სოფელში გაბატონებულ და სარკასტულ მამასთან ერთად, არამიმზიდველი და არაქალური გარეგნობა, მეგობრობა კომპანიონთან, რომლის ბედნიერების მოწყობა სურდა მდიდარ მემკვიდრეს, დიდი მემკვიდრეობა, დაგვიანებული ქორწინება გადამდგარ ოფიცერთან, მიმზიდველ და კეთილ ადამიანთან, რომელსაც ამ ქორწინებამ საბოლოო ნგრევისგან გადარჩენის საშუალება მისცა — ესაა ორი ბიოგრაფიის დამთხვევის ძირითადი მომენტები, რეალური და გამოგონილი.}}

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. CERL ThesaurusConsortium of European Research Libraries.
  2. Pas L. v. Genealogics — 2003.
  3. Lib.ru/Классика: Толстой Лев Николаевич. Том 34, Произведения 1900—1903, Полное собрание сочинений. ციტირების თარიღი: 2015-11-04
  4. Братья Булгаковы. Переписка. Т.2. — М.: Захаров, 2010. — С. 149.
  5. 5.0 5.1 Гусев Н. Н. Лев Николаевич Толстой: Материалы к биографии с 1828 по 1855 год. М.: Изд-во АН СССР, 1954.
  6. Воспоминания Ю. М. Огаревой, «Голос минувшего», 1914, 11, стр. 113.
  7. Л. Н. Толстой считал причиной её смерти «родовую горячку».
  8. Кочаки. Церковь Николая Чудотворца.. ციტირების თარიღი: 2015-11-04