მარიამ ჯორჯაძე
მარიამ სიმონის ასული ჯორჯაძე (დ. 28 აგვისტო, 1888 — გ. 5 მაისი, 1979) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიის მასწავლებელი. საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1948).
მარიამ ჯორჯაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 28 აგვისტო, 1888 |
დაბ. ადგილი | სიღნაღი |
გარდ. თარიღი | 5 მაისი, 1979 (90 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | გეოგრაფი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარიამ ჯორჯაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური განყოფილება გეოგრაფიის მასწავლებლის სპეციალაობით 1917 წელს. მუშაობა დაიწყო გრემის (ყვარლის რაიონი) დაწყებითი სკოლის მასწავლებლად; 1919 წლიდან დაინიშნა იმავე სკოლის გამგედ; 1924–29 წლებში იყო ენისელის საბჭოს დეპუტატი; პარალელურად ბუნებისა და ძეგლთა დაცვის რწმუნებული ყვარლის რაიონში; 1928 წელს გადმოიყვანეს ქალაქ თბილისის მე-10 სკოლაში მასწავლებლად; 1938 წელს დაინიშნა ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ.[1]
1930 წელს განსახკომის მიერ მივლინებულ იქნა მოსკოვსა და ლენინგრადში სასწავლო საქმიანობის შესასწავლად. ნახევარი საუკუნე მოღვაწეობდა პედაგოგად. გამოაქვეყნა რიგი მეთოდური და სხვა პედაგოგიური ხასიათის წერილები; მონაწილეობდა სახელმძღვანელოების შედგენაში; ერთდროულად საქმიანობდა მოსახლეობის წერა-კითხვის უცოდინარობისა და მცირე მცოდნეობის ლიკვიდაციისათვის; 1932–35 წლებში მიღებული ჰქონდა დამკვრელი მასწავლებლის წიგნაკი; დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით (1949) და სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშნით (1946). მინიჭებული აქვს მედალი „მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში 1941-1945 წწ“. იყო ქალაქ თბილისის II, III და IV მოწვევის დეპუტატი.[1]