მარიამ ჯაში

ქართველი ექიმი და პოლიტიკური მოღვაწე

მარიამ ჯაში (დ. 17 ივნისი, 1976, თბილისი) — ქართველი ექიმი და პოლიტიკური მოღვაწე.

მარიამ ჯაში
180პქპქ
დაბადების თარიღი 17 ივნისი, 1976 (1976-06-17) (48 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სამთავრობო სკოლა
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება“ (2019-მდე)
„ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი“ (2020–)
საქმიანობა ექიმი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1976 წლის 17 ივნისს, ქალაქ თბილისში. 1998 წელს დაამთავრა უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“ და მიიღო ზოგადი პრაქტიკის ექიმის კვალიფიკაცია. 2003-2005 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოპოვებული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი. 2011 წელს მოიპოვა ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრირების საკითხებში.

1998 წელს ოყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის პროგრამის განმახორციელებელი ბიუროს კონსულტანტი, 1997-1999 წლებში — საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა სააგენტოს მოწვეული სპეციალისტი. 1999-2000 წლებში იყო გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამების დაგეგმარების ხელმძღვანელი. 2000-2007 წლებში იკავებდა გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელის თანამდებობას. 2003 წელს იყო გაეროს ბავშვთა ფონდის იმუნიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი. 2007-2011 წლებში — გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლობითი პროგრამების ხელმძღვანელი. 2010-2011 წლებში იყო საქართველო-აშშ ჯანდაცვის პირველი კონფერენციის „მედეა 2011“ კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი და საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე. 2011 წელს — მსოფლიო ბანკის დამოუკიდებელი ექსპერტი. 2012 წელს იყო „West-Eart AIDS Foundation“-ის დამოუკიდებელი ექსპერტი. 2011-2012 წლებში იყო „PricewaterhouseCoopers და კურაციოს“ დამოუკიდებელი ექსპერტი. 2012 წელს — გაეროს შიდსის პროგრამის დამოუკიდებელი ექსპერტი. გაეროს ბავშვთა ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტი. ამავე წელს იყო შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტი. 2012-2014 წლებში იგი იკავებდა საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. 2014-2016 წლებში იყო ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2015 წელს გაეროს მუდმივი წარმომადგენლის ოფისის კონსულტანტი კვლევითი პროექტისა „UNDP“, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტი კვლევითი პროექტისა „UNWOMEN“.

2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის სამგორის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2019 წლის ნოემბერში დატოვა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1] გაერთიანდა ფრაქციაში „დამოუკიდებელი დეპუტატები“.[2] 2020 წლის 7 ივნისს სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად დააარსა პარტია „ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი“ და მისი გენერალური მდივანი გახდა.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება