მარიამ მამადაშვილი

ქართველი მომღერალი

მარიამ მამადაშვილი (დ. 16 ნოემბერი, 2005) — ქართველი მომღერალი. 2016 წლის 20 ნოემბერს, მალტის დედაქალაქ ვალეტაში, იგი გახდა საბავშვო ევროვიზია 2016-ის გამარჯვებული, სადაც ის საქართველოს წარადგენდა სიმღერით „მზეო“.

მარიამ მამადაშვილი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 16 ნოემბერი, 2005
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2010–დღემდე
მარიამ მამადაშვილი ვიკისაწყობში

მარიამი ოთხი წლიდან მღერის. სწავლობდა „ბზიკების სტუდიაში“ და ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში. 2015 წლიდან ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწავლობს ბროდვეის მეთოდურ აკადემიაში.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსზე მარიამმა 239 ქულა მოიპოვა. მეორე ადგილზე აღმოჩნდა სომხეთის წარმომადგენელი, 232 ქულით, ხოლო მესამე ადგილი იტალიამ დაიკავა, 209 ქულით.

საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული 2016 წელს მესამედ გახდა და საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Georgian Public Broadcaster. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-21. ციტირების თარიღი: 2016-11-20.