მარიამ ლაბაძე
მარიამ ლაბაძე (დ. 11 სექტემბერი, 1944, კანდავა, ლატვიის სსრ, სსრკ) — ქართველი ექიმი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1968 წელს დაამთავრა რიგის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1969–1994 წლებში მუშაობდა თბილისში, ქირურგიის ინსტიტუტში; 1998 წლიდან ისევ ქირურგიის ინსტიტუტის თანამშრომელია. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის და რაციონალიზატორული წინადადებებისა. ანესთეზიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემაა „გულის კონსერვაცია ფტორნახშირწყლების ოქსიგენაციის პირობებში“, რომელიც დაიცვა 1985 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში, თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000