მანული (ლათ. Felis manul; Otocolobus manul) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 52-65 სმ აღწევს, ფერად მურა-ყვითელია, სხეულის უკანა ნაწილსა და კუდზე მუქი განივი ზოლები დასდევს. აქვს ხშირი და გრძელი ბეწვი, ლოყებზე — ქილვაშები.

მანული

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  კატისებრნი
გვარი:  კატები
სახეობა:  მანული
ლათინური სახელი
Felis manul
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 15640

გავრცელებულია ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ ამიერკავკასიაში, შუა აზიაში, სალხრეთ ალთაიზე, ტუვის და იმიერბაიკალეთის სამხრეთით. ბინადრობს ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. მცირერიცხოვანია. აქტიურია შებინდებისას და ღამით. იკვებება მღრღნელებით, ფრინველებით, ხვლიკებით. იყენებენ მანულის ტყავს.

ლიტერატურა რედაქტირება