მანიტუს ტბა (ინგლ. Lake Manitou) — ტბა კუნძულ მანიტულინზე, ონტარიოში, კანადაში. ვრცელდება ზღვის დონიდან 230 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობია 104 კმ².[1] სიგრძე 19,8 კმ, სიგანე 6 კმ. მანიტუ მსოფლიოში კუნძულზე მდებარე უდიდესი ტბაა.[2] რადგანაც კუნძული მანიტულინი მდებარეობს ჰურონის ტბაში, მანიტუ ითვლება ტბაში მდებარე ტბად. მანიტუს ტბაში არის ორი პატარა კუნძული. ტბიდან გამოედინება მდინარე მანიტუ. მტკნარწყლიანია.[3]

მანიტუს ტბა
კოორდინატები: 45°46′ ჩ. გ. 81°59′ დ. გ. / 45.7783° ჩ. გ. 81.9917° დ. გ. / 45.7783; -81.9917
მდებარეობა კანადის დროშა კანადა
სიმაღლე ზღვის დონიდან 230 
სიგრძე 19,8 კმ
სიგანე კმ
ფართობი 104 კმ²
მანიტუს ტბა — კანადა
მანიტუს ტბა

სქოლიო რედაქტირება

  1. Lake Manitou Community Area. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-29. ციტირების თარიღი: 2018-07-23.
  2. Roza, Greg (2009). The Creation of Islands. New York: Rosen Pub., p. 25.
  3. Manitou Lake – Manitowaning, Ontario - Atlas Obscura