Mumford & Sons

(გადამისამართდა გვერდიდან მამფორდ ენდ სანსი)

Mumford & Sons — ინგლისური ფოლკ-როკ ჯგუფი, რომელიც ლონდონში 2007 წელს ჩამოყალიბდა.[1] ჯგუფის წევრები არიან: მარკუს მამფორდი (წამყვანი ვოკალი, ელექტრო გიტარა, აკუსტიკური გიტარა, დრამი), ბენ ლოვეტი (ვოკალი, კლავიში, ფორტეპიანო) და ტედ დუანი (ვოკალი, ბას გიტარა, კონტრაბასი). ბანჯოისტმა უინსტონ მარშალმა ჯგუფი 2021 წელს დატოვა.

Mumford & Sons

Mumford & Sons 2015 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 2007-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
ყოფილი წევრები
საიტი mumfordandsons.com
Mumford & Sons ვიკისაწყობში

Mumford & Sons-ს გამოშვებული აქვს ოთხი სტუდიური ალბომი: Sigh No More (2009), Babel (2012), Wilder Mind (2015) და Delta (2018). მათმა სადებიუტო ალბომმა „Sigh No More“ დიდ ბრიტანეთის ჩარტების მეორე პოზიციას მიაღწია, აშშ-ში კი Billboard 200-ში მოხვდა, ხოლო „Babel “და „Wilder Mind“-მა გამოსვლისთანავე პირველი ადგილი დაიკავეს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, პირველი მათგანი კი ათწლეულის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი როკ ალბომი გახდა. [2] [3] ჯგუფს, ასევე, გამოცემული აქვს სამი ლაივ-ალბომი: Live at Shepherd's Bush Empire (2011), The Road to Red Rocks (2012) და Live from South Africa: Dust and Thunder (2017).

ჯგუფმა თავისი არსებობის განმავლობაში მოიგო არაერთი მუსიკალური ჯილდო. ალბომმა Sigh No More-მა ჯგუფს მოუტანა Brit Award 2011 წელს საუკეთესო ბრიტანული ალბომისთვის, Mercury Prize-ის ნომინაცია და გრემის ექვსი ნომინაცია. 2011 წელს გრემის დაჯილდოებაზე ბობ დილანსა და The Avett Brothers-თან ერთად ცოცხალმა შესრულებამ ჯგუფს პოპულარობა მოუტანა აშშ-ში. ჯგუფმა ალბომ Babel-ით მიიღო გრემის რვა ნომინაცია და მოიგო გრემი წლის საუკეთესო ალბომისთვის. ჯგუფმა 2013 წელს, ასევე, მოიგო Brit Award საუკეთესო ბრიტანული ჯგუფისთვის და აივორ ნოველოს ჯილდო საერთაშორისო მიღწევებისთვის 2014 წელს.

დისკოგრაფია რედაქტირება

  • Sigh No More (2009)
  • Babel (2012)
  • Wilder Mind (2015)
  • Delta (2018)

ჯილდოები და ნომინაციები რედაქტირება

Mumford & Sons-ს მიღებული აქვს შემდეგი პრიზები:

  • ARIA Music Awards 2010 — ყველაზე პოპულარული საერთაშორისო შემსრულებელი
  • Q Awards 2010 — საუკეთესო ახალი შესრულება
  • დიდი ბრიტანეთის ფესტივალის ჯილდოები 2010 — გამორჩეული შემსრულებელი
  • Americana Music Honors & Awards 2011 — წლის განვითარებადი შემსრულებელი
  • Billboard Music Award 2011 — საუკეთესო როკ ალბომი (Sigh No More -ისთვის)
  • Billboard Music Award 2011 — საუკეთესო ალტერნატიული ალბომი (Sigh No More -ისთვის)
  • Billboard Music Award 2011 — საუკეთესო ალტერნატიული შემსრულებელი
  • Brit Awards 2011 — წლის ბრიტანული ალბომი (Sigh No More -ისთვის)
  • Billboard Music Awards 2013 — ტოპ-როკ ალბომი ( Babel- ისთვის)
  • Brit Awards 2013 — წლის ბრიტანული ჯგუფი
  • Echo Music Prize 2013 — საერთაშორისო როკ / პოპ ჯგუფი
  • გრემის ჯილდო 2013 — წლის ალბომი ( Babel- ისთვის)
  • გრემის ჯილდო 2013 — საუკეთესო მუსიკალური ფილმი ( Big Easy Express-ისთვის)
  • Juno Award 2013 — წლის საერთაშორისო ალბომი
  • აივორ ნოველოს ჯილდო 2014 — საერთაშორისო მიღწევები
  • UK Americana Awards 2018 — ნოვატორის ჯილდო

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

 

  1. Mumford and Sons.
  2. New Mumford & Sons album Babel is fastest seller of 2012 in UK and US. the Guardian (3 October 2012). ციტირების თარიღი: 28 September 2014
  3. Mumford & Sons' 'Babel' Scores Biggest Debut of Year, Bows at No. 1 on Billboard 200 Chart. Billboard (3 October 2012). ციტირების თარიღი: 28 September 2014