მალხაზ ჩოხარაძე
მალხაზ ჩოხარაძე (დ. 12 ნოემბერი, 1964, ხელვაჩაური) — ქართველი მეცნიერი, მწერალი, პუბლიცისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1989 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიური ფაკულტეტი; ხოლო 1992 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა (სპეციალობა - უახლესი ქართული ლიტერატურა).
1992 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს იყო: მასწავლებელი, დოცენტი, ისტორიისა და ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი, პრორექტორი ჰუმანიტარული მუშაობის დარგში. ამჟამად არის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიისა ცენტრის კოორდინატორის მოადგილე, ბსუ-ს უწყვეტი განათლების ცენტრის კოორდინატორი. მალხაზ ჩოხარაძე არის ოთხმოცამდე ნაშრომის ავტორი. მათ შორისაა რამდენიმე მონოგრაფია და სახელმძღვანელო. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ქართული სიტყვაკაზმულობა. შესაბამისად, არაერთი მისი ნაშრომი ეხება მიმდინარე ლიტერატურულ პროცესს, ლიტერატურის ისტორიასა და თეორიას, მაგალითად: ეროვნული და ზნეობრივი პრობლემები ნიკო ლორთქიფანიძის „ჟამთა სიავეში“, „გრიგოლ რობაქიძე, იოსებ გრიშაშვილი და ქართული სონეტის პრობლემა“, „ბათუმში მოღვაწე პოეტები სოცილისტური რეალიზმის ეპოქაში“, „მხატვრული ტექსტის ანალიზის საფუძვლები“ და სხვა. გამოქვეყნებული აქვს ლექსები და მოთხრობები; არის არაერთი სამეცნიერო-ლიტერატურული ნაშრომის სარედაქციო კოლეგიის წევრი, რედაქტორი და რეცენზენტი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ზოგადი უნარები: ნაწ. 4, ბათუმი, შოთა რუსთაველის უნ-ტის გამ-ბა და სტ., 2009, გვ. 89 ISBN 9789941409172
- ზოგადი უნარები: ნაწ. 3, ბათუმი, შოთა რუსთაველის უნ-ტის გამ-ბა და სტ., 2009, გვ. 132 ISBN 9789941409035
- ზოგადი უნარები: ნაწ. 2, ბათუმი, შოთა რუსთაველის უნ-ტის გამ-ბა და სტ., 2008, გვ. 129 ISBN 9789994025831
- ზოგადი უნარები, ბათუმი, შოთა რუსთაველის უნ-ტის გამ-ბა და სტ., 2008, გვ. 84, ISBN 9789994025930
- დავით გურამიშვილის ცხოვრება და შემოქმედება: აბიტურიენტის სახელმძღვ. ერთიანი ეროვნ. გამოცდებისთვის მოსამზადებლად, ნაწ. 1, ბათუმი, ბათუმის უნ-ტი, 2007, გვ. 160 ISBN 9994025759
ლიტერატურა
რედაქტირება- საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ, შემდგენელი ცისანა ანთაძე, ბათუმი, 2019, გვ. 92