მალტის არხი
მალტის არხი — სრუტე, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფს სიცილიის სამხრეთ ნაწილსა კუნძულ მალტისგან. მალტელებისთვის წარმოადგენს ევროპასთან დამაკავშირებელ საზღვაო გზას. მისი სიგანე 93 კმ-ია, სიღრმე კი ცენტრალურ ნაწილებში 100 — 150 მეტრია.[1] მალტის მხარეს მდებარეობს პორტი ვალეტა, სიცილიის მხარეს — ჯელა და სირაკუზა.[2]
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, სრუტეშე გაიმართა საზღვაო ბრძოლა, რა დროსაც იგი მძიმედ დაინაღმა. ამ დროს მალტა ბრიტანეთის კოლონია იყო. ბევრად უფრო ადრე, აქ მიმდინარეობდა ბრძოლები მალტელ რაინდებსა და ოსამალეთის იმპერიის მეკობრეებს შორის, მრავალი ბრძოლა გამართულა ასევე პუნიკური ომებისას.