მალიკო მრევლიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მრევლიშვილი.

მალიკო ნიკოლოზის ასული მრევლიშვილი (დ. 31 დეკემბერი, 1900, ონი — გ. 3 იანვარი, 1984, თბილისი) — ქართველი თეატრალური მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, პროფესორი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია რედაქტირება

განათლება მიიღო ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში, ხოლო შემდეგ ისმენდა ლექციებს პეტროგრადის ქალთა უმაღლეს კურსებზე.

1918 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, მაგრამ საბოლოო არჩევანი მაინც თეატრზე შეაჩერა და უკვე 1922 წლიდან იგი აკაკი ფაღავას თეატრალური სტუდიის მსმენელია.

მალიკო მრევლიშბილის სახელმძღვანელოებმა „ქართული სასცენო მეტყველების ფონეტიკური საფუძვლები“, „მხატვრული კითხვის ხელოვნება“, „მხატვრული კითხვის მასალების კრებული“ და სხვა, დიდი როლი შეასრულეს ქართული სასცენო მეტყველების მეცნიერული და მეთოდოლოგიური პრინციპების შემუშავებაში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში მისი მეუღლის პოლიკარპე მურღულიას გვერდით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 278, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება