მალთუსიანელობა — თეორია, რომელიც ჩამოაყალიბა ინგლისელმა ეკონომისტმა და მღვდელმა თომას მალთუსმა 1778 წელს ნაშრომში „ტრაქტატი მოსახლეობაზე“.

ეს თეორია ეძღვნება ბუნების „მუდმივი“ კანონების მოქმედებას, რომლებიც განაპირობებენ არსებობის საშუალებათა ზრდის ჩამორჩენას მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან შედარებით. მალთუსის თანახმად მოსახლეობა იზრდება გეომეტრიული პროგრესიით, ხოლო არსებობის საშუალებანი არითმეტიკული პროგრესიით. აღნიშნულმა ნაშრომმა ჩარლზ დარვინს და რ. უოლესს ევოლუციის მამოძრავებელი ძალების დადგენის და ევოლუციის თეორიის ჩამოყალიბების გასაღები მისცა. მალთუსი მოსახლეობის ზრდის ტემპების შეჩერების, მოსახლეობის ზრდასა და არსებობის საშუალებით მის უზრუნველყოფას შორის ბალანსის შენარჩუნების საქმეში ხაზს უსვამდა ისეთი ფაქტორების მნიშვნელობას, როგორიცაა ავადმყოფობა, შიმშილი, ძალადობა, მოსახლეობის ზრდის პოზიტიური კონტროლი, თავშეკავება სექსუალური ცხოვრებისაგან, გვიანი ქორწინება, ზნეობრივი შეზღუდვები. მალთუსი ცდილობდა მოსახლეობის ზრდის პროცესების ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორები „მოსახელობის კანონის“ სახით ჩამოეყალიბებინა. მალთუსის ამ მოსაზრებების განახლება და განვითარება XX ს-ის 50-იან წლებში სცადა გ. მაკენროტმა (1903–1955).

ლიტერატურა რედაქტირება