მაკედონია (ტერმინი)

ტერმინს „მაკედონია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მაკედონია (მრავალმნიშვნელოვანი).

ტერმინი მაკედონია გამოიყენება ურთიერთმომცველი და საწინააღმდეგო მნიშვნელობებით როგორც გეოგრაფიული ასევე ისტორიული და პოლიტიკური მნიშვნელობებით. ტერმინი გამოიყენება ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენებისა და ხალხების აღნიშვნისათვის. ის მეოცე საუკუნის დასაწყისიდან წარმოადგენდა სერიოზული პოლიტიკური კამათის მიზეზს. მდგომარეობას ამწვავებს ის, რომ სხვა და სხვა ეთნიკური ჯგუფები იყენებენ ტერმინს საკუთარი იდენტობის და ენის აღსანიშნავად.

რეგიონს რომელსაც დღეს ეწოდება მაკედონია არ აქვს არანაირი ოფიციალური სტატუსი და ის არ არის აღიარებული რომელიმე სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მიერ. ის მოიცავს ხუთი დამოუკიდებელი სახელმწიფოსს ტერიტორიებს: ალბანეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, მაკედონია და სერბეთი.

ისტორიულად, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე რეგიონის აღმნიშვნელი საზღვრები იცვლებოდა. გეოგრაფიულად, რეგიონის საზღვრები და მინი ტერიტორიაზე არ არსებობს ერთნაირი პოზიცია მეცნიერებსა და ხალხებს შორის. დემოგრაფიულად, დასახლებულია ძირითადად ოთხი განსხვავებული ეთნიკური ჯგუფისგან რომელთაგანაც სამი თავს მიიჩნევს მაკოდონელებად: მათ შორის ორი ბერძნები და ბულგარელები რეგიონალურ დონეზე, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მოსახლეობა ეროვნულ დონეზე. ლინგვისტურად, რეგიონში გამოყენეგული ენები და დიალექტები არის დავის საგანი. პოლიტიკურად, ტერმინის გამოყენების უფლებამ გამოიწვია საბერძნეთსა და მაკედონიის რესპუბლიკას შორის დებატები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მედიაციის მიუხედავად 1993 წლიდან მიმდინარეობს უშედეგო კამათი, თუმცა მიღწეულია შეთანხმება მაკედონიას დროებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეწოდებოდეს: უგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია (ან აბრევიატურა - FYROM).

რეგიონის დასახელებები სხვა და სხვა ენებზე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Borza, Eugene N. (1999). Before Alexander: constructing early Macedonia. Claremont, CA: Regina Books. ISBN 0-941690-97-0.  (pb)
  • Danforth, Loring M. (1995), The Macedonian Conflict: ethnic nationalism in a transnational world Princeton, NJ: Princeton University Press. ISBN 0-691-04357-4
  • Fox, Robin Lane (1973). Alexander the Great. Penguin Books. ISBN 0-14-008878-4.  (pb)
  • Wilkinson, Henry Robert (1951). Maps and politics; a review of the ethnographic cartography of Macedonia. Liverpool: Liverpool University Press.