მთავარი მენიუს გახსნა

მაკა უმარის ასული საგაიპოვა უმარის-ასული (ჩეჩნ. Макка Сагаипова, ხალხში ცნობილი მაკა ჩეჩენკა; დ. 14 თებერვალი, 1987, გროზნო) — ჩეჩენი მომღერალი და მოცეკვავე. მაკა ჩეჩნეთის ესტრადაზე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და პოპულარული მომღერალია. მას ორი სოლო-ალბომი აქვს უკვე გამოშვებული. გარდა ზემოხსენებულისა, ანსამბლ „ლოვზარში“ მოღვაწეობს.

ბიოგრაფიარედაქტირება

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა საიტზე ვრცელდება ბუნდოვანი ვიდეორგოლი მინაწერით „როგორ კლავენ ჩეჩნები მაკას“. რგოლის შინაარსის ნამდვილობასა და მაკას დღევანდელი ბედ-იღბლის შესახებ აღარაფერია ცნობილი. ოფიციალური ინფორმაციით, მაკა საგაიპოვა მოსკოვში ცხოვრობს.

ბოლო დროს პრესაში გაჩენილი ჭორები მაკას სიკვდილის თაობაზე უარყოფილ იქნა ინტერვიუთი, რომელიც ჩეჩნეთის სილამაზის დედოფალმა რუსულ MTV–ს მისცა.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება