მაისის ხოჭო

(გადამისამართდა გვერდიდან მაისის ღრაჭა)

მაისის ხოჭო, მაისის ღრაჭაფირფიტულვაშა ხოჭოსებრნის 2 სახეობის ზოგადი სახელწოდება. მაისის ხოჭოს სიგრძეა 22-29 მმ; აქვს შავი, თეთრი ბუსუსებით მოფენილი სხეული. ხოჭოები აზიანებენ ხეებისა და ბუჩქების ფოთლებს, ხოლო მატლები — ფესვთა სისტემას (უმთავრესად სანერგეში). აღსანიშნავია დასავლური მაისის ხოჭო (Melolontha melolontha), რომელიც გვხვდება მხოლოდ ევროპაში, ყოფილ სსრკ-ში — ევროპის ნაწილის დასავლეთ და სამხრეთ რაიონებში. აღმოსავლური მაისის ხოჭო (Melolontha hippocastani) გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. ყოფილ სსრკ ევროპის ნაწილში (გარდა უკიდურესი ჩრდილოეთისა), ციმბირში; ამიერკავკასიის მაისის ღრაჭა (Melolontha pectoralis) ბევრია საქართველოს ტყისა და ტყე-ველის ზონაში. ზრდასრული ხოჭოები ფრენას იწყებენ მაისის დამდეგს, სამხრეთ რაიონებში — აპრილის ბოლოს. კვერცხებს დებენ ცის ფესვების ყელთან. მაისის ხოჭოები 4-5 წელიწადში ერთ თაობას იძლევა. მატლები ყველაზე მეტად აზიანებენ ფიჭვის ნერგებს, რომლებიც სწრაფად იღუპებიან ან ზრდაში ჩამორჩებიან.

ბრძოლის ღონისძიებები: მაისის ხოჭოს ფრენის პერიოდში ნარგავების დამუშავება ინსექტიციდებით, მატლების მოსასპობად ნიადაგში ინსექტიციდების შეტანა ან დარგვის წინ მცენარის ფესვებზე შესხურება-შეფრქვევა.

ლიტერატურა რედაქტირება