მაიმუნების პლანეტა

მაიმუნების პლანეტა (ინგლ. Planet of the Apes) — სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის მედია-ფრენჩაიზი, რომელშიც შედის ფილმები, წიგნები, ტელესერიალები, კომიქსები და სხვა მედია. სიუჟეტი აღწერს სამყაროს, რომელშიც ადამიანები და განვითარებული მაიმუნები ერთმანეთს ებრძვიან.

მაიმუნების პლანეტა
შემქმნელი პიერ ბული
ორიგინალური ნამუშევარი მაიმუნების პლანეტა (1963)
გამოცემები
რომან(ებ)ი მაიმუნების პლანეტა (1963)
კომიქსები სია
კინო და ტელევიზია
ფილმ(ებ)ი

ორიგინალური სერია

ახალი ვერსია

გადატვირთვა

ტელესერიალები მაიმუნების პლანეტა (1974)
დაბრუნება მაიმუნების პლანეტაზე (1975–1976)
თამაშები
ტრადიციული Planet of the Apes (2001)
Revenge of the Apes (2003)

სერიას საფუძველი ჩაუყარა პიერ ბულის ამავე სახელწოდების რომანმა, რომელიც 1963 წელს გამოვიდა. მისი 1968 წლის ადაპტაცია „მაიმუნების პლანეტა“ კრიტიკოსების მიერ აღიარებული და კომერციულად წარმატებული იყო, რასაც მოჰყვა გაგრძელებები, დაკავშირებული პროდუქცია და სხვა ნამუშევრები. 1973 წლამდე ტელესერიალს ამ თემაზე ამზადებდა ართურ პ. ჯეიკობზი, მას შემდეგ კი ფრენჩაიზს ფლობს 20th Century Fox.

1970-1973 წლებში გამოვიდა ფილმის ოთხი გაგრძელება - „მაიმუნების პლანეტის ქვეშ“ (1970), „მაიმუნების პლანეტიდან გაქცევა“ (1971), „მაიმუნების პლანეტის დაპყრობა“ (1972) და „ბრძოლა მაიმუნების პლანეტისთვის“ (1973). მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსებმა მათ მაღალი შეფასება არ მისცეს, ფილმებს წილად კომერციულად წარმატება ხვდა. ამას მოჰყვა ორი ტელესერიალი - 1974 და 1975 წლებში. ახალ კინოვერსიაზე მუშაობა მიმდინარეობდა, მაგრამ ათზე მეტი წლით გადაიდო - სანამ 2001 წელს გამოდიდოდა ტიმ ბარტონის „მაიმუნების პლანეტა“. სერიის გადატვირთვა მოხდა 2011 წელს, რუპერტ უაიეტის ფილმით „მაიმუნების პლანეტის აღზევება“, რასაც 2014 წელს მოჰყვა „მაიმუნების პლანეტის განთიადი“ და 2017 წელს - „ომი მაიმუნების პლანეტისთვის“. ფილმების შემოსავალმა საერთო ჯამში 1.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ბიუჯეტი 567.5 მილიონი იყო. დამატებით მედიაში შედის წიგნები, კომიქსები, ვიდეო თამაშები და სათამაშოები.

„მაიმუნების პლანეტამ“ განსაკუთრებით დიდი რეზონანსი გამოიწვია ცხოველების მხრიდან ადამიანებისადმი დამოკიდებულების თემით. კრიტიკოსები აღნიშნავენ ცივი ომის და ცხოველთა უფლებების თემებსაც. ზოგადად ფრენჩაიზმა გავლენა მოახდინა შემდგომ ფილმებზე, მედიაზე და ხელოვნებაზე, ისევე, როგორც პოლიტიკურ და კულტურულ განხილვებზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მაიმუნების პლანეტა“ ვიკისაწყობში.
  • Dale Winogura (Summer 1972). „Special Planet of the Apes Series Issue - Interviews & Set Visit“ (PDF). Cinefantastique.