მაიკლ ჯონ უაიზი
ბრიტანელი გეოგრაფი
მაიკლ ჯონ უაიზი (ინგლ. Michael John Wise; დ. 17 აგვისტო, 1918 — გ. 13 ოქტომბერი, 2015) — ბრიტანელი გეოგრაფი. ლონდონის უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროფესორი. 1976-80 წლებში იყო საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტი. სალტლის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ბირმინგემის უნივერსიტეტში, სადაც 1939 წელს გახდა გეოგრაფიის ბაკალავრი. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში მსახურობდა ევროპაში, ბრიტანეთის არმიის რიგებში და ახლო აღმოსავლეთში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დაბრუნდა ბირმინგემში, როგორც ლექტორის ასისტენტი და ლექტორი და 1951 წელს გახდა ფილოსოფიის დოქტორი, რის შედეგადაც, გადაინაცვლა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. 1944 წელს მიიღო მაიორის წოდება. 1979 წელს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი. დაჯილდოებულია სამხედრო ჯვრით.
მაიკლ ჯონ უაიზი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 17 აგვისტო, 1918[1] |
დაბ. ადგილი | Stafford |
გარდ. თარიღი | 13 ოქტომბერი, 2015 (97 წლის) |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | გეოგრაფი |
მუშაობის ადგილი | ლონდონის ეკონომიკის სკოლა, ლონდონის უნივერსიტეტი და ბირმინგემის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ბირმინგემის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | სამხედრო ჯვარი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი, დამფუძნებლის მედალი[2] , სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი და Tokyo Geographical Society Medal |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მაიკლ ჯონ უაიზი დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Royal Geographical Society Gold Medal Recipients — Royal Geographical Society, 2022.