მაია ჭალაგანიძე
მაია ჭალაგანიძე (დ. 15 ოქტომბერი, 1965) — ქართველი ჟურნალისტი.
მაია ჭილაგანიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 ოქტომბერი, 1965 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ჟურნალისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1965 წლის 15 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში. 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
მუშაობდა რამდენიმე გაზეთში, რომელთა შორისაა: „ახალგაზრდა ივერიელი“ (1988), „ივერია ექსპრესი“ (1992), „კავკასიონი“ (1994). იყო რადიოპროგრამა „ალიონის“, რადიო „უცნობის“, „პიკის საათის“, გადაცემა „თავისუფალი სიტყვის“ წამყვანი. არის ჟურნალ „საკანონმდებლო მაცნეს“ და „weekend“-ის მთავარი რედაქტორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 557, თბ., 2006.