მათე ღვინიანიძე (დ. 10 დეკემბერი, 1986, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, უკრაინული „სევასტოპოლისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი.

მათე ღვინიანიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მათე ღვინიანიძე
დაბადების
თარიღი
10 დეკემბერი, 1986 (1986-12-10) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 1.86 მ.
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სევასტოპოლი
ნომერი 77
ახალგაზრდული კარიერა
2002-2003 ნორჩი დინამოელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003-2004 ნორჩი დინამოელი 19 (2)
2005 ლოკომოტივი მოსკოვი 0 (0)
2006-2010 მიუნხენი 1860 87 (1)
2011- სევასტოპოლი 65 (2)
ეროვნული ნაკრები
2004-2007 საქართველო 21წლ. 12 (0)
2006- საქართველო 8 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 29 ივლისი, 2014
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 29 ივლისი, 2014

კარიერა რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

მათე 6 წლისა იყო, როცა თბილისის „დინამოში“ მიიყვანეს. ის ქუჩაში თამაშობდა მეგობრებთან ერთად და უფროსებს სჯობდა. „დინამოს“ სკოლაში ის იმდენად გაიზარდა, რომ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში მიიწვიეს, ხოლო სრულწლოვანი რომ გახდა, მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გააფორმა კონტრაქტი. ლოკომოტივში გადასვლამდე ღვინიანიძეს ერთი თამაშიც არ ჰქონდა ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატში. იური სიომინს ქართველი ძალიან მოეწონა და 5-წლიანი ხელშეკრულებაც გაფორმდა. უნივერსალური მცველი, შესაძლოა, „მეორე ასათიანი“ გამხდარიყო, მაგრამ სიომინი „ლოკომოტივიდან“ წავიდა, მისი შემცვლელის პერიოდში კი ღვინიანიძემ მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და ისიც დუბლებში.

გასაკვირი არც არის, რომ ფეხბურთელი ბედის ძებნას შეუდგა და აღმოჩნდა გერმანულ „მიუნხენ 1860“-ში, რომლის მწვრთნელმა ვალტერ შახნერმა უცებ გადაწყვიტა: „ახლავე უნდა ავიყვანოთ! ის გაგვაძლიერებს!“ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ღვინიანიძის ტრანსფერის წარმატებით დასრულებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწნრთნელმა კლაუს ტოპმიოლერმა.

ღვინიანიძის ტრანსფერი 100 ათასი ევრო დაჯდა. შახნერს ის ძალიან მოსწონდა. მართალია, მწვრთნელი მის გვარს ვერ გამოთქვამდა, მაგრამ მათეს ეძახდა. ქართველიც გახარებული იყო, ჩემი გუნდი ვიპოვე, გერმანიის მეორე ბუნდესლიგა საკმაოდ ძლიერია და ყოველ ვარჯიშზე ახალ-ახალს ვსწავლობო.

ქართველს კარგად მისდიოდა საქმე. მას 2011 წლამდე გაუგრძელეს „მიუნხენ 1860“-თან კონტრაქტი, 2011 წლიდან იცავს „სევასტოპოლის“ ღირსებას.

სანაკრებო რედაქტირება

მათე ღვინიანიძემ სანაკრებო კარიერა ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშით დაიწყო — 2005 წლის 9 თებერვალს,ლიტველ თანატოლებთან მატჩში.მალე მათე გუნდის წამყვანი მოთამაშე და კაპიტანი გახდა.21 წლამდე ნაკრებში 12 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს,მისი დებიუტი 2006 წლის 26 თებერვალს შედგა,მონაწილეობა მიიღო ევრო 2008-ის შესარჩევ და ამხანაგურ მატჩებში,სულ ჩაატარა 5 თამაში.ხშირი ტრავმები ხელს უშლიდა ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს სანაკრებო კარიერულ წინსვლაში,თუმცა დღეს მათე ჩინებულ ფორმაშია და ეროვნულ ნაკრებში დაცვის მარჯვენა ფლანგზე არსებული დაბალი კონკურენციის გამო მას აქვს დიდი პერსპექტივა ქვეყნის უპირველეს გუნდში ადგილი დაიმკვიდროს. 2013 წლის შემოდგომაზე გამოიძახეს ესპანეთთან თამაშისთვის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება