მაზერის ქედი

ქედი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

მაზერის ქედი[1][2]ქედი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ განშტოების უშბის მასივის დასავლეთ დაბოლოებას, მდინარეების დოლრაჭალისა და გულიჭალის (ენგურის აუზი) წყალგამყოფს. ქედის უმაღლესი მწვერვალია მაზერი (სიმაღლე ზღვის დონიდან 3900 ). აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებითა და კრისტალური ფიქლებით. ქედის ჩრდილოეთ კალთაზე არის პატარა მყინვარი, რომელიც უშბის მყინვარს ასაზრდოებს. მაზერის ქედის სამხრეთი კალთის ქვემო ნაწილში ალპური მდელოებია, თხემზე — სუბნივალური ლანდშაფტი.

ლიტერატურა

რედაქტირება