ლუკა გეგუშაშვილი (დ. თარიღი უცნობია, ონი) — ქართველი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). ჭაბუკებს შორის საქართველოს ჩემპიონი (2019, 48 კგ). ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი (2019, ფაენცა. იტალია).

მონაწილეობა აქვს მიღებული 2023 წელს რუსეთში გამართულ ვლადიმერ სემენოვის თასის XVIII საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში (თორნიკე გელაშვილთან და გიორგი რევაზიშვილთან ერთად), სადაც საქართველოს დროშასთან ერთად რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დროშაც იყო წარმოდგენილი. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, სპორტსმენები საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციის სახელით არ გამოდიოდნენ.[1]

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
თავისუფალი ჭიდაობა
 
გალაბოვო, ბულგარეთი
ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2018 41 კგ  
თავისუფალი ჭიდაობა
 
ბაქო, აზერბაიჯანი
ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2019 48 კგ  
თავისუფალი ჭიდაობა
 
ფაენცა. იტალია
ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2019 48 კგ  

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის დროშები ერთად - ჭიდაობის ტურნირი რუსეთში“. bm.ge. 1 ნოემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 2 ნოემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)