ლუის ვოლტერ ალვარესი (ინგლ. Luis Walter Alvarez; დ. 13 ივნისი, 1911, სან-ფრანცისკო — გ. 1 სექტემბერი, 1988, ბერკლი) — ამერიკელი ფიზიკოს-ექსპერიმენტატორი, გამომგონებელი და პროფესორი რომელიც 1968 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში. „ამერიკული ფიზიკის ჟურნალი“ მასზე წერდა: „ლუისი იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ბრწყინვალე და პროდუქტიული ექსპერიმენტატორი ფიზიკოსი“.[19]

ლუის ალვარესი
ინგლ. Luis Walter Alvarez
დაბ. თარიღი 13 ივნისი, 1911(1911-06-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი სან-ფრანცისკო[10] [1]
გარდ. თარიღი 1 სექტემბერი, 1988(1988-09-01)[1](77 წლის)
გარდ. ადგილი ბერკლი[2] [1]
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ფიზიკოსი, ბირთვული ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და გამომგონებელი
მუშაობის ადგილი კალიფორნიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჩიკაგოს უნივერსიტეტი[11] და San Francisco Polytechnic High School
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერების ბაკალავრი[12] , მეცნიერების მაგისტრი[12] და ფილოსოფიის დოქტორი[12]
მეუღლე Geraldine Smithwick და Janet L. Landis
შვილ(ებ)ი Walter Alvarez
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში[1] [13] , მეცნიერების ეროვნული მედალი[14] , Collier Trophy[15] , მედალი დამსახურებისთვის[16] , California Scientist of the Year[17] [16] , ალბერტ აინშტაინის პრემია[16] , მიჩელსონ-მორლის ჯილდო[18] , honorary doctor of the University of Chicago[18] , honorary doctor of Carnegie-Mellon University[18] , ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[18] , ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, ჯონ სკოტის მედალი, ენრიკო ფერმის პრემია, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და honorary doctorate of the Autonomous University of Madrid
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული წლები რედაქტირება

ლუის ვოლტერ ალვარესი დაიბადა 1911 წლის 13 ივსნისს სან ფრანცისკოში. ლუისი იყო ფიზიკოსი ვოლტერ ალვარესის და მისი მეუღლის ჰარიტ სმიტის მეორე შვილი. მას ჰყავდა უფროსი და გლადისი, უმცროსი ძმა ბობი და უმცროსიდ და ბერნისი.[20] მისი დეიდა მაბელ ალვარესი იყო კალიფორნიელი მხატვარი, რომელიც მუშაობდა ზეთის საღებავებით.[21]

1918-1924 წლებში ლუისი ესწრებოდა მედისონის სკოლის გაკვეთილებს, ხოლო შემდგომ პერიოდში იგი შევიდა სან ფრანცისკოს უმაღლესი პოლიტექნიკურ სკოლში.[22] 1926 წელს მისი მამა გახდა მაიოს კლინიკის მკვლევარი და ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა როჩესტერში სადაც ლუისი ესწრებოდა როჩესტერის უმაღლესი სკოლის გაკვეთილებს. მას ყოველთვის სურდა კალიფორნიის უნივერსიტეტში შესულიყო, თუმცა მისი მასწავლებლების მოწვევით მან ჩიკაგოს უნივერსიტეტი არჩია,[23] სადაც მან 1932 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი, 1934 წელს მაგისტრის ხარისხი, ხოლო 1936 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.[24]

ალვარესი იყო აგნოსტიკოსი.[25]

გარდაცვალება რედაქტირება

ლუის ვოლტერ ალვარესი გარდაიცვალა 1988 წლის 1 სექტემბერს საყლაპავი მილის კიბოს ბოლოდროინდელი ოპერაციების შედეგად მიღებული გართულებების გამო.[26] მისი გვამს ჩაუტარდა კრემაცია და მისი ფერფლი გაიფანტა მონტერეის ყურეში.[27] მისი ნამუშევრები ინახება ბანკფორტის ბიბლიოთეკაში (კალიფორნიის უნივერსიტეტში).[28]

ავიაცია რედაქტირება

საკუთარ ავტობიოგრაფიაში ალვარესმა თქვა: „მე ვფიქრობ, რომ მე მქონდა ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი კარიერა, ერთი მეიერება ხოლო მეორე — ავიაცია.“ მან ფრენა 1933 წელს ისწავლა. მომდევნო 50 წლის განმავლობაში მან დაახლოებით 1000 საათი ფრენაში გაატარა (უმეტესად როგორც პილოტი).[29]

ალვარესს არაერთი პროფესიული წვლილი აქვს შეტანილი ავიაციის განვითარებაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მან მრავალი საავიაციო ტექნოლოგიის განვითარება შეძლო.

მისი კარიერის გვიან პერიოდში იგი სამოქალაქო და სამხედრო ავიაციასთან დაკავშირებულ მრავალ მაღალი დონის საკონსულტაციო კომიტეტში მუშაობდა (მათში შედიოდა ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია „FAA“).

ჯილდოები და პატივი რედაქტირება

ალვარესი 1939 წელს გახდა ფიზიკოსთა ამერიკული საზოგადოების წევრი, ხოლო 1969 წელს — ამავე დაწესებულების პრეზიდენტი.[22] აგრეთვე იგი იყო: ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1947),[30] ფილოსოფოსთა ამერიკული საზოგადოების წევრი (1953),[31] ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული საზოგადოების წევრი (1958) და [32] ეროვნული საინჟინრო აკადემიის წევრი (1969).[33]

ჯილდოებიდან მას მოპოვებული აქვს: მერიტის მედალი (1947),[34] ალბერტ აინშტაინის ჯილდო (1961),[24] მეცნიერების ეროვნული მედალი (1963),[35] მაიკელსონის ჯილდო (1965),[36] ნობელის პრემია ფიზიკის დარგში (1968)[24] და ჩიკაგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის მედალი (1978).[37]

ალვარესი 1960 წელს გახდა „კალიფორნიის წლის მეცნიერი“. აგრეთვე 1978 წელს შეუერთდა გამომგონებელთა ეროვნულ დიდების დარბაზს[38].

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Luis Alvarez - Factsnobelprize.org.
  2. 2.0 2.1 Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  3. SNAC — 2010.
  4. Encyclopædia Britannica
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  8. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  9. Munzinger Personen
  10. Альварес Луис // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  11. Mathematics Genealogy Project — 1997.
  12. 12.0 12.1 12.2 http://www.nobelprize.org/nobel_prizes/physics/laureates/1968/alvarez-bio.html
  13. PRIZE AMOUNT AND MARKET VALUE OF INVESTED CAPITALCONVERTED INTO 2016 YEAR'S MONETARY VALUEnobelprize.org.
  14. The President's National Medal of Science: Recipient DetailsNational Science Foundation.
  15. Collier 1940-1949 RecipientsNational Aeronautic Association.
  16. 16.0 16.1 16.2 Luis Alvarez BiographicalNobel Foundation.
  17. California Scientist of the Year Award RecipientsCalifornia Science Center Foundation.
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 Luis Alvarez - Biographicalnobelprize.org.
  19. Wohl, C. G. (2007). „Scientist as detective: Luis Alvarez and the pyramid burial chambers, the JFK assassination, and the end of the dinosaurs“ (PDF). American Journal of Physics. 75 (11): 968. Bibcode:2007AmJPh..75..968W. doi:10.1119/1.2772290.
  20. Alvarez 1987, pp. 9–10.
  21. Fernandez, R. M.. (September 2011)A Finding Aid to the Mabel Alvarez Papers, 1898–1987, in the Archives of American Art. Archives of American Art. ციტირების თარიღი: June 15, 2011.
  22. 22.0 22.1 Trower 1987, p. 259.
  23. Alvarez 1987, pp. 12–16.
  24. 24.0 24.1 24.2 "Luis W. Alvarez – Biography". Nobelprize.org. Retrieved April 17, 2011.
  25. Alvarez: adventures of a physicist. Basic Books. 1987. p. 279. ISBN 9780465001156. "Physicists feel that the subject of religion is taboo. Almost all consider themselves agnostics. We talk about the big bang that started the present universe and wonder what caused it and what came before. To me the idea of a Supreme Being is attractive, but I'm sure that such a Being isn't the one described in any holy book. Since we learn about people by examining what they have done, I conclude that any Supreme Being must have been a great mathematician. The universe operates with precision according to mathematical laws of enormous complexity. I'm unable to identify its creator with the Jesus to whom my maternal grandparents, missionaries in China, devoted their lives."
  26. Sullivan, Walter (1988-09-02). „Luis W. Alvarez, Nobel Physicist Who Explored Atom, Dies at 77“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2016-01-23.
  27. Luis W. Alvarez. Soylent Communications. ციტირების თარიღი: March 21, 2013.
  28. Finding Aid to the Luis W. Alvarez Papers, 1932–1988, bulk 1943–1987. Online Archive of California. ციტირების თარიღი: March 21, 2013.
  29. Alvarez 1987, pp. 30–31.
  30. Luis Walter Alvarez 1911–1988. National Academy of Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 20, 2013. ციტირების თარიღი: April 17, 2011.
  31. Dr. Luis Walter Alvarez – Public Profile. American Philosophical Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 19, 2012. ციტირების თარიღი: April 17, 2011.
  32. Book of Members, 1780–2010: Chapter A. American Academy of Arts and Sciences. ციტირების თარიღი: April 17, 2011.
  33. Dr. Luis W. Alvarez. National Academy of Engineering. ციტირების თარიღი: April 17, 2011.
  34. Luis W. Alvarez – Biography. Nobelprize.org. ციტირების თარიღი: April 17, 2011.
  35. National Medal of Science. American Institute of Physics. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 6, 2016. ციტირების თარიღი: March 21, 2012.
  36. The Michelson Lectures and Award. Case Western Reserve University. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2015. ციტირების თარიღი: March 21, 2012.
  37. Alumni Awards winners. University of Chicago. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 18, 2014. ციტირების თარიღი: March 21, 2012.
  38. Hall of Fame / Inventor Profile – Luis Walter Alvarez. National Inventors Hall of Fame. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 5, 2013. ციტირების თარიღი: March 21, 2012.