ლიულიაილიაკოს ეროვნული პარკი
ლიულიაილიაკოს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Llullaillaco) – ეროვნული პარკი ჩილეში, ანტოფაგასტის რეგიონში. მდებარეობს პუანა-დე-ატაკამის მთებში, რომელიც წარმოადგენს ანდების მთათა სისტემის შემადგენელ ნაწილს. დაარსდა 1995 წელს.
ლიულიაილიაკოს ეროვნული პარკი
Parque Nacional Llullaillaco | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ანტოფაგასტა, ჩილე |
უახლოესი ქალაქი | ანტოფაგასტა |
კოორდინატები | 24°43′00″ ს. გ. 68°37′00″ დ. გ. / 24.71667° ს. გ. 68.61667° დ. გ. |
ფართობი | 2687 კმ² |
დაარსდა | 1995 |
მმართველი ორგანო | ჩილეს ეროვნული სატყეო კორპორაცია |
ეროვნული პარკის ფართობია 2687 კმ². სახელწოდება მიიღო ამავე პარკში მდებარე ვულკან ლიულიაილიაკოსაგან (6739 მ). აქვე მდებარეობს მთები: გუანაკეროსი (5131 მ), სორიტასი (4274 მ), სერო-ბაიო (4920 მ), აგუას-კალიენტესი (5066 მ) და პენა (5260 მ).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- www.conaf.cl — ლიულიაილიაკოს ეროვნული პარკი დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.