ლისისტრატე

არისტოფანეს კომედია

ლისისტრატეარისტოფანეს კომედია[1], შექმნილი დაახლოებით ძვ. წ. ა. 411 წელს. კომედია მოგვითხრობს ქალბატონის შესახებ, რომელმაც ქალური „სექსუალური გაფიცვის“ მეშვეობით შეაჩერა ომი სპარტასა და ათენს შორის.

ლისისტრატე. ობრი ბერდსლი, 1896

კომედია იქმნებოდა ძალზედ დასუსტებული ათენის პირობებში. პელოპონესის ომი გრძელდებოდა და სპარტა ახალი ძლევამოსილი მოკავშირეებით ძლიერდებოდა, მათ შორის სპარსეთით. ამ დროს კომედიაში მშვიდობის ინიციატორებად გვევლინებიან მთელი საბერძნეთის ქალები და გოგონები, რომლებიც ძალიან დაღალა ამდენმა ომებმა და განშორებებმა. ქალები გაერთიანდნენ ათენელი ლისისტრატეს მეთაურობით და განმარტოვდნენ აკროპოლისში. იქ ჩაკეტილები უარს ამბობენ მამაკაცის ალერსზე მანამ, სანამ ბოლო არ მოეღება ომებს. მამაკაცების ყველა მცდელობა სიტუაციის შესაცვლელად სრულდება კრახით.

ლისისტრატეს (სიტყვასიტყვით „ომების დამანგრეველი“), მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უაზრო ომის დასრულება და ათენის აკროპოლისის ირგვლივ კრებს ბერძენ ქალებს. იგი ქალებს სთავაზობს, სანამ ომს არ მოეღება ბოლო კაცებს შეხების უფლებაც კი არ მისცენ. ბევრი მცდელობის შემდეგ ქალები თანხმდებიან ლისისტრატეს წინადადებას, აკროპოლისში გამაგრდებიან და არ იკარებენ არავის. მოსახლეობა გაყოფილია ორ ნაწილად: ქალები და მოხუცები (ყველა ახალგაზრდა მამაკაცი ომშია წასული).

მამაკაცები ცდილობენ მშვიდობიან შეთანხმებას. ელჩები ხვდებიან ერთმანეთს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მოლაპარაკებებზე ჩნდება ლისისტრატეც. მამაკაცები განცვიფრებულნი არიან რა ლისისტრატეს ჭკუითა და სილამაზით, მალევე აღწევენ შეთანხმებას. გახარებული კაცები ცოლებთან ერთად სახლში ბრუნდებიან.

მსგავსი „სექსუალური გაფიცვის“ რეალური შემთხვევები

რედაქტირება

2003 წელს ლიბერიაში ორგანიზაციამ „ლიბერიის ქალების მასობრივი აქცია მშვიდობისათვის“ ლეიმი გბოვის მეთაურობით მოაწყო "სექსუალური გაფიცვა", რამაც ხელი შეუწყო სამოქალაქო ომის შეწყვეტას.

2006 წელს კოლუმბიაში ბანდიტების ცოლებმა და საყვარლებმა გამოაცხადეს „გადაჯვარედინებული ფეხების გაფიცვა“, რათა ბანდებს შორის სისხლიანი გარჩევები აღეკვეთათ. 2010 წელს მკვლელობების რიცხვი ქალაქ პერეირაში 26,5 %-ით შემცირდა.

2009 წელს კენიაში ქალთა ორგანიზაციებმა მოუწოდეს ქალებს, რომ არ დაკავებულიყვნენ სექსით მამაკაცებთან, სანამ არ იქნებოდა მიღწეული შეთანხმება ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. ისინი მზად იყვნენ მეძავებისთვისაც კი გადაეხადათ ფული, რათა ამ გაფიცვას შემოერთებოდნენ. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება