ლიონის მეტროპოლიტენი
ლიონის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | ![]() |
ქალაქი | ლიონი |
გახსნის თარიღი | 1978 |
ხაზის სიგრძე | 32,5 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 44 |
ხაზთა რაოდენობა | 4 |
მგზავრები დღეში | 740,000 (2013) |
მგზავრები წელიწადში | 212,000,000 (2018) |
ხაზების სქემა | |
![]() |
ლიონის მეტროპოლიტენი — მეტროპოლიტენის სისტემა საფრანგეთის ქალაქ ლიონში. გაიხსნა 1978 წელს. შედგება 4 ხაზზე არსებული 44 სადგურისაგან. ხაზთა საერთო სიგრძე შეადგენს — 32,5 კმ.-ს. მეტროს 80 % მიწისქვეშაა. ლიონის მეტროპოლიტენის მატარებლები საბურავებიანია.
ქსელირედაქტირება
ლიონის მეტროპოლიტენის ხაზები აღინიშნება ფერებით და ასოებით.
ხაზი | ფერი | გახსნის თარიღი | საბოლოო გაჩერება |
---|---|---|---|
A | ვარდისფერი | 1978 | Perrache — Vaulx en Velin La Soie |
B | ლურჯი | 1978 | Charpennes — Stade de Gerland |
C | ნარინჯისფერი | 1978 | Hôtel de Ville — Cuire |
D | მწვანე | 1991 | Gare de Vaise — Gare de Vénissieux |
სამუშაო განრიგირედაქტირება
მეტრო გახსნილია 5:00 - 0:30 საათებში (გარდა „კიურის“ (Cuire) სადგურისა, საბოლოო გაჩერებით C ხაზზე, რომელიც 21:00 საათამდე მუშაობს).
მატარებლებს შორის ინტერვალები შეადგენს 3-6 წუთს A ხაზზე, 7,5-ს B-ზე, 11-ს C-ზე და 6-9 წუთს D-ზე. 21:00 საათის შემდეგ ყველა ხაზზე 11 წუთიანი ინტერვალებია.
ესკალატორები აქვს მხოლოდ D ხაზს. ასევე, A და B ხაზების გადასაჯდომ სადგურ „შერპენს“ (Charpennes).
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ლიონის სატრანსპორტო კომპანიის ოფიციალური საიტი
- ლიონის მეტროპოლიტენი საიტზე UrbanRail.net დაარქივებული 2009-04-26 საიტზე Wayback Machine.
- ქსელის რუკა
- ლიონის ტრანსპორტის სურათები დაარქივებული 2007-12-20 საიტზე Wayback Machine.