ტერმინს „ლიგა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლიგა (მრავალმნიშვნელოვანი).

ლიგა (იტალ. liga – კავშირი) — სანოტო დამწერლობის ნიშანი, რკალი. აერთებს ერთნაირი სიმაღლის ორ ნოტს ორმაგი გრძლივობის ერთ ნოტად. სხვადასხვა სიმაღლის ნოტებთან ლიგა მიუთითებს, რომ ისინი ერთდროულად უნდა შესრულდეს და გამოიყოს მეზობელი ბგერებისა და ჯგუფებისაგან. ვოკალურ მუსიკაში ლიგით გადაბმული ნოტები ერთ მარცვლად იმღერება.

ლიგით გადაბმული სხვადასხვა სიმაღლის ნოტები