ლიბანის გეოგრაფია
ლიბანი მცირე სახელმწიფოა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მდებარეობს ჩრდილოეთ განედის 24 გრადუსსა და აღმოსავლეთ გრძედის 35 გრადუსზე. ქვეყანა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზეა გადაჭიმული და სიგრძე სიგანეს დაახლოებით სამჯერ აღემატება. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ლიბანის სიგანე ვიწროვდება. ქვეყნის მთიანი რელიეფი, ზღვასთან სიახლოვე და სტრატეგიული მდებარეობა ძველი მსოფლისო გზაჯვარედინზე ლიბანის ისტორიის განმსაზღვრელი ფაქტორები იყო.[1]
რეგიონსა და მსოფლიოში ლიბანის როლს ვაჭრობა განსაზღვრავს. ქვეყანა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებსა და ინდოეთ-აღმოსავლეთ აზიას შორის ხიდის ფუნქციას ასრულებს.[1] რეგიონიდან ექსპორტზე ნავთობი, მარცვლეული, ლითონები და კერამიკული ნაწარმი გადის.[1]