ლია არშბა (დ. 12 იანვარი, 1932, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1956–1958 წლებში მუშაოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოსტროუმოვის სახელობის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაში. 1958 წლიდან იყო საქართველოს ჯანდაცვის ჰემატოლოგიისა და ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომის. აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა კადრების მომზადებაში, ასევე საკვალიფიკაციო სამეცნიერო ნაშრომების შესრულებაში.

1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ნეიროპლეგიურ კოქტეილში შემავალი თითოეული ნივთიერების გავლენა აირთა ცვლაზე დოზირებული სუნთქვის მეთოდით“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 19

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება