ლეჩხუმური კილო

ლეჩხუმური კილო — კილოკავი რომელიც ძირითადად ცაგერის მუნიციპალიტეტშია გავრცელებული, ნაწილობრივ მოიცავს ამბროლაურისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების სოფლებს.

ლეჩხუმი ცხენისწყლის, რიონისა და ლაჯანურის ხეობებშია მოქცეული. ლეჩხუმს აღმოსავლეთით რაჭა (მდინარე ასკისწყალი) ესაზღვრება, დასავლეთით — სამეგრელო (ასხის მთა), ჩრდილოეთით — ქვემო სვანეთი (ყვედრეშის ღელე), სამხრეთით — იმერეთი.