ლეშურა, ბრიონია (ლათ. Bryonia) — ორლებნიან მცენარეთა გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახია. აქვს გორგლისებურად გამსხვილებული ფესვი და მცოცავი ღერო, მომწვანო-მოყვითალო წვრილი ყვავილები და კენკრა ნაყოფი.

ლეშურა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Bryonia

თხუთმეტამდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში, ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიაში. საქართველოში ორი სახეობაა, თეთრი ლეშურა (ლათ. Bryonia alba) და ორსახლიანი ლეშურა (ლათ. Bryonia dioica); ორივე სახეობა შხამიანია — ფესვი შეიცავს გლიკოზოდ ბრიონინს და ბრიონიდინს. ხმარობდნენ ხალხურ მედიცინაში. შეიცავს საღებავ ნივთიერებებსაც. დეკორატიულია, იყენებენ აივნისა და ფანჩატურის გასამწვანებლად.

ლიტერატურა რედაქტირება