ლეცკო

(გადამისამართდა გვერდიდან ლეშეკი)

ლეცკო ან ლეშეკი ან ლესტეკი (პოლ. Lestek, Leszek) — ნახევრად ლეგენდარული თავადი, პოლიანთა მთავარი პიასტების დინასტიიდან, რომელიც ცნობილია მხოლოდ გალ ანონიმის ქრონიკებიდან, რომლის თანახმადაც, მან ტახტის მემკვიდრეობა მიიღო თავისი მამის სიემოვიტის გარდაცვალების შემდეგ, იყო შემდეგი მთავრის სიემომისლის მამა და «თავისი საბრძოლო დიდება გაუთანაბრა მამამისის საბრძოლო დიდებასთან»[1].

ლეცკო
ლეშეკი
ლესტეკი
Lestek
Leszek
პოლონეთი პოლიანთა მთავარი
წინამორბედი: სიემოვიტი
მემკვიდრე: სიემომისლი
შვილები: სიემომისლი
დინასტია: პიასტი
მამა: სიემოვიტი

მთავრის სახელის წარმომავლობა არაა ცნობილი. ჩვეულებრივ მას უკავშირებენ სიტყვას lście (ცბიერება, ეშმაკობა). სავარაუდოდ, ლესტეკი წარმოადგენს სლავური სახელების Lścimir (ლსტიმირი) ან Lścisław (ლსტისლავი) შემოკლებულ ფორმას. ისტორიულ წყაროებში ეს სახელი გვხვდება სხვადასხვა ლათინიზირებულ ვერსიებში, დროთა განმავლობაში დომინირებას იწყებს მისი ფორმა - Leszek (ლეშეკი). ბოლო დრომდე ისტორიოგრაფიაში დომინირებდა ფორმა - Lestko (ლესტკო ან ლეშკო), რომელიც გავრცელდა ოსვალდ ბალცერის პოპულარული ნაწარმოების «პიასტების გენეალოგია» (1895) დამსახურებით. ამ დროს, თანამედროვე პოლონელი ონომასტიკის მკვლევარები ამ ფორმას მიიჩნევენ ლათნიზირებულს, და მის აუტენტიურ ფორმად Lestek (ლესტეკი) და Leszek (ლეშეკი) მიიჩნევენ[2].

თავდაპირველად არც ერთი მკვლევარი არ აყენებდა ეჭვის ქვეშ პირველ პიასტების ისტორიულობას. პირველად ეჭვი შეიტანეს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში. მიეშკო I წინამორბედი პიასტების ისტორიულობის სასარგებლოდ გამოდიოდნენ, ჰენრიხ ლოვმიანსკი, გერარდ ლაბუდა და კაზიმირ იასინსკი. თავის მონოგრაფიაში «პირველი პიასტრების გენიოლოგია» კაზიმირ იასინსკი წერდა[3]:

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
«გალას მონათხრობი მიეშკომდელ პიასტების შესახებ ნდობას იმსახურებს შემდეგი მიზეზების გამო: 1) ჟამთააღმწერელს ჰქონდა განზრახვა ამ ფრაგმენტში გადმოეცა მისი აზრით უტყუარი ინფორმაცია, რომელსაც იღებდა საიმედო მეხსიერებიდან. 2) ცნობები ინფორმაცია ამის შესახებ შემონახულ იქნა დინასტიურ ტრადიციაში, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დინასტიის დაწყებას 3) „მესამე მოთხრობა“ არ შეიცავს ლეგენდარულ (ზღაპრულ) ელემენტებს, ამასთან არ შეიძლება დაეთანხმო ბრალდებას რომ თითქოს იქ გამოჩენილი სახელები გამოგონილი იყოს რადგან 4) გალის მიერ ნახსენები სახელები ნახულობს მტკიცებულებებს მათი შედარებით ანალოგიურ ძველი რუსი მთავრების სიებში და ჩეხი პრჟემისლოვიჩების სიებში და 5) გალის სიების ნამდვილობას ადასტურებს კვლევების შედეგები რომელსაც პოლონეთი აწარმოებდა, და ამტკიცებდა, რომ ის არ ვრცელდებოდა მხოლოდ მიეშკო I-ის მეფობის პერიოდამდე».[4]

მთავრის ცხოვრების და მართვის წლები ცნობილი არაა. სავარაუდოდ, ის უნდა დაბადებულიყო მიახლოებით 870—880 წლებში, ხოლო მთავარი უნდა ყოფილიყო 900—910 წლებში. სიკვდილს კი ვარაუდობენ 930—940 წლებისთვის, ჰენრიხ ლევმიანსკის მოჰყავს 950 წელი. ასევე არაფერია ცნობილი მისი მეუღლის შესახებ. სტანისლავ ზაკრჟევსკი ვარაუდობდა რომ, ლეცკოს მეუღლე შეიძლება ყოფილიყო მორავიის მთავრის ქალი[5]. სტანისლავ კენტრჟინსკიმ მიაქცია ყურადღება XIV საუკუნის ნაკლებად ცნობილ ბელგიელი ქრონისტის შეტყობინებას, რომლის მიხედვითაც ლიეჟის ეპისკოპოსი ევრაკერი იყო პოლონეთის მთავრის და საქსონელი მთავრის ქალის ვაჟიშვილი, და ივარაუდა, რომ ნახსენები მთავარი შეიძლება მხოლოდ ყოფილიყო ლეცკო. ასეთ სჯა-ბაას სერიოზული საფუძველი არ ააქვს და ის მხოლოდ როგორც ჰიპითეზა რჩება. სობესკების საგვარეულო ლეგენდის მიხედვით ლეცკოს ქალიშვილი იყო მეტოდია — სობესლავის (სობეჟის) დალენბურგის (დალენსკის) მთავრის სობესლავის შვილიშვილის მეუღლე[6].

ლეცკოს კავშირი სხვა სახელწოდებებთან რედაქტირება

ითვლება რომ სახელი ლეცკოსაგან წარმოსდგება სიტყვები Lestkowie (ლესტკოვიე) და Lestkowice (ლესტკოვიცი), ზოგჯერ ასე უწოდებდნენ მიეშკო I-ის დროს პოლიანთა სახელმწიფოს მცხოვრებლებს. ვიდუკინდ კორვეელის ქრონიკების მიხედვით, მიეშკო I-ის ქვეშევრდომებად იყვნენ Licikaviki (ლიციკაციკები) ტომები. იმპერატორ კონსტანტინ VII ბაგრიანოროდნის "იმპერიის მართვის" შესახებ ნაშრომებში 948 წწ. მოხსენიებულია ხალხი, რომელსაც უწოდებს - Litzke (ლიცკი).

სქოლიო რედაქტირება

  1. გალ ანონიმი. ქრონიკა ან პოლონეთის მმართველთა ქმედებანი. წიგნი I // სლავიანური ქრონიკები / თარგმანი ლ. მ. პოპოვი. — თარგი:მ.: გლაგოლი, 1996. — С. 334.
  2. Jasiński K. Rodowód pierwszych Piastów. — Warszawa-Wrocław, — 1992. — S. 48-50.
  3. Jasiński K. Rodowód pierwszych Piastów. — Warszawa, 1992 (ხელახალი გამოცემა). — S. 46-47.
  4. Przekaz Galla o Piastach przedmieszkowych zasługuje na zaufanie aż z kilku względów: 1. intencją kronikarza właśnie w tym fragmencie jego relacji było przekazanie wiadomości, które uważał za prawdziwe, zaczerpnięte z wiernej pamięci, 2. wiadomości te przechowały się w tradycji dynastycznej przywiązującej dużą wagę do początków dynastii, 3. treść "trzeciej opowieści" nie zawiera elementów legendarnych (baśniowych), przy czym nie do przyjęcia jest zarzut zmyślenia występujących w niej imion, 4. lista imion u Galla znajduje poparcie poprzez porównanie jej z podobnymi listami książąt ruskich i czeskich Przemyślidów oraz 5. autentyczność listy Gallowej potwierdzają wyniki badań nad początkami państwa polskiego, wykazujące, że nie sięgają one dopiero panowania Mieszka I.
  5. Zakrzewski S. Bolesław Chrobry Wielki. — Lwów, 1925. — S. 72.
  6. Korzon T. Dola i niedola Jana III Sobieskiego. — T. I. — Kraków, 1898.