ლექსი ვეფხისა და მოყმისა

„ლექსი ვეფხისა და მოყმისა“ — ქართული ზეპირსიტყვიერების ძეგლი. სამონადირეო ეპოსის უძველესი პლატებიდან შექმნილი ბალადა, რომლის პირველი მოკლე ვარიანტი გამოაქვეყნა დავით ხიზანიშვილმა 1887 წელს, ვრცელი — ვახტანგ კოტეტიშვილმა 1927 წელს. დღესდღეობით ბალადის 24 ჩანაწერია ცნობილი.

„მოყმე და ვეფხვი“. მოქანდაკე: ელგუჯა ამაშუკელი, თბილისი, 1984

არქაულ, მოკლე ვერსიას რიტუალური ხასიათი უნდა ჰქონოდა: დაღუპვა მონადირისა, რომელმაც სამონადირეო ტაბუ დაარღვია, ნადირთ ბატონის რისხვის შედეგი იყო. ვრცელ ვარიანტში ცენტრალური ადგილი ვეფხისა და მოყმის ორთაბრძოლის გმირულმა თემამ დაიჭირა. „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“ როგორც სტილისტური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით ქართული ხალხური ტრადიციის ნაყოფია. ბალადის ამაღლებული, ჰუმანური იდეები, დაღუპული გმირის დედის სახე ქართული ფოლკლორის იდეებსა და მხატვრულ სახეებს ემყარება. „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“ ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში არის გავრცელებული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბარდაველიძე ჯ., ბალადა „მოყმის და ვეფხვის“ ავტორობის საკითხი, «ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში», 1975, № 3;
  • Вирсаладзе Е. Б., Грузинский охотничий миф и поэзия, М., 1976;
 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია: