რუჯერო ლეონკავალო
რუჯერო ლეონკავალო (იტალ. Ruggero Leoncavallo; დ. 23 აპრილი 1857, ნეპალი — გ. 9 აგვისტო, 1919, მონტეკატინი) — იტალიელი კომპოზიტორი.
რუჯერო ლეონკავალო | |
---|---|
დაბადების თარიღი |
23 აპრილი, 1857 ნეპალი, იტალია |
გარდაცვალების თარიღი |
9 აგვისტო, 1919 მონტეკანიტი, ტოსკანა, იტალია |
პროფესია | კომპოზიტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალეონკავალო დაიბადა ნეაპოლში. მამამისი - ვინჩენცო ლეონკავალო პოლიციის მაგისტრატი, ხოლო დედამისი - ვირჯინია დ'აურიო ნეაპოლიტანელი მხატვრების და სკულპტორების შთამომავალი იყო. მუსიკალური განათლება მშობლიური ქალაქის კონსერვატორია "სან-პიეტრო-ა-მაჯელა"-ში მიიღო. კომპოზიციას ლ. როსისთან, ხოლო ფორტეპიანოს დაკვრას ჩეზისთან სწავლობდა. 16 წლის რუჯერომ მიიღო კომპოზიტორის დიპლომი, ხოლო 20 წლის დაამთავრა ბოლონიის უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა კარდუჩისთან, მიიღო ლიტერატურის დოქტორის დიპლომი და წავიდა არტისტულ ტურნეზე ეგვიპტეში. გაჭირვების გამო დიდი ხანი მუშაობდა, როგორც პედაგოგი და დირიჟორობდა. მუშაობდა როგორც პიანისტი ეგვიპტეში და სხვა ქვეყნებში (უკრავდა კაფეში) და ასწავლიდა სიმღერას. ინგლისელების მიერ ეგვიპტის უეცარმა ოკუპაციამ კომპოზიტორს ქვეყნის დატოვება აიძულა. ახალგაზრდა კომპოზიტორი დადიოდა საფრანგეთსა და ინგლისში. პარიზში წერდა სიმღერებს სხვადასხვა მომღერლებისთვის, აქვე გაიცნო ბარიტონი მორელი, რომელიც 1892 წელს გამოდის "პაიაციზე". ლეონკავალო უშედეგოდ სთავაზობდა თეატრებს თავის პირველ ოპერას, დაფუძნებული დე ვინის დრამაზე. არავინ არ ინტერესდებოდა უცნობი კომპოზიტორის შემოქმედებით, მაგრამ კომპოზიტორი განაგრძობდა ოპერების წერას. ლეონკავალოს პირველ ოპერებს "ჩატერონი" (1877) და "მედიჩი" (1888) არ ჰქონდათ წარმატება. მსოფლიო წარმატება ლეონკავალოს ოპერა "ჯამბაზებმა" მოუტანა. სამშობლოში დაბრუნებული კომპოზიტორი დაესწრო პიეტრო მასკანის ტრიუმფალურ ოპერა "სოფლის პატიოსნებას". პიეტრო მასკანის, ჟორჟ ბიზეს და ჯუზეპე ვერდის შემოქმედების გაცნობამ დიდად იმოქმედა ლეონკავალოს მუსიკაზე. ახალგაზრდა კომპოზიტორმა ნახა, რომ ხალხს სცენაზე ძირითადად სიმართლესთან ახლო სიუჟტი აინტერესებს. ლეონკავალომ დაანება ყველანაირ ცდებს თავი, შეწყვიტა ჩაფიქრებულ ოპერა-ტრილოგიაზე მუშაობა და შეუდგა ორაქტიან დრამატულ ოპერაზე მუშაობას. ახალი ნაწარმოები - ოპერა ჯამბაზები (1892) კომპოზიტორის ლიბრეტოზე დაწერილი იყო კონკურსისათვის, ორგანიზებული გამომცემელი სონცონოს მიერ.
შემოქმედება
რედაქტირებადაწერილი აქვს 20-მდე ოპერა. ყველაზე განთქმულია ოპერა ჯამბაზები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება