Lenovo Group Ltd. ან Lenovo PC International, უფრო მეტად ცნობილი, როგორც Lenovo — ჩინური მრავალტექნოლოგიური კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს პეკინში, ჩინეთი[4]. კომპანია ძირითადად ამზადებს ჭკვიან ტელევიზორებს, კომპიუტერებს, სმარტფონებს და IT ტექნოლოგიებს. 2013 წლიდან Lenovo არის მსოფლიოს უმსხვილესი პერსონალური კომპიუტერების მწარმოებელი კომპანია. იგი ფუნქციონირებს 60-ზე მეტ ქვეყანაში და თავისი პროდუქცია გაყიდული აქვს 160-ზე მეტ ქვეყანაში. ძირითადი კაპიტალი აქვს პეკინში, შენჟენში, შანხაიში, ვუჰანში, იატატოში და იაპონიაში.

ლენოვო
დარგი კომპიუტერული მოწყობილობები, ელექტრონული მოწყობილობები
დაფუძნდა 1 ნოემბერი, 1984; 39 წლის წინ (1984-11-01) (როგორც Legend 联想)
პეკინი, ჩინეთი
დამაარსებელი ლიუ ჩუანჭი
სათავო ოფისი ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩრდილოეთი კალიფორნია
მმართველი
იანგ იანქინგი
პროდუქცია კომპიუტერები, ჭკვიანი ტელევიზორები, პლანშეტური კომპიუტერები
შემოსავალი 43.03 მილიარდი აშშ დოლარი (2016)[1]
საწარმოო შემოსავალი 672 მილიონი აშშ დოლარი (2016)[1]
სუფთა მოგება 535 მილიონი აშშ დოლარი (2016)[1]
მფლობელი Legend Holdings (30%)
თანამშრომელი 60,000 (2016)[2]
ფილიალი Motorola Mobility[3]
ZUK Mobile
Medion
საიტი lenovo.com

ლენოვო დაარსდა 1984 წელს პეკინში, როგორც Legend, ხოლო 1988 წელს გაფართოვდა ჰონგ-კონგში. 2005 წელს ლენოვომ შეიძინა IBM-ის პერსონალური კომპიუტერების ბიზნესი და 2014 წელს დათანხმდა Intel-ის ბიზნესის წარმოებაზე. კომპანია სმარტფონების ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა და 2014 წლისთვის ჩინეთის მთავარი სმარტფონების ყველაზე დიდი გამყიდველი იყო.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 „Financial Statements for Lenovo Group Limited“. Lenovo. ციტირების თარიღი: 21 May 2017. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  2. Burcu Noyan. (21 July 2015) Lenovo Group. Fortune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2017.
  3. It's official: Motorola Mobility now belongs to Lenovo - CNET. cnet.com. ციტირების თარიღი: 2014-12-25.
  4. Our Company. About Lenovo. Lenovo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აპრილი 2013. ციტატა: „we have headquarters in Beijing, China and Morrisville, North Carolina, U.S.“ ციტირების თარიღი: 30 April 2013.