ლეკსტერმერი
ლეკსტერმერი (ნიდერლ. Leekstermeer; Zulthermeer) — ტბა ნიდერლანდებში. იგი დრენთეს პროვინციის უდიდესი ტბაა. 2000 წელს ლეკსტერმერი და მისი შემოგარენი (Leekstermeergebied) რამსარის კონვენციით საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიად გამოცხადდა.[1]
ლეკსტერმერი | |
---|---|
Leekstermeer Zulthermeer | |
ლეკსტერმერის სადამკვირვებლო კოშკი | |
კოორდინატები: 53°10′48″ ჩ. გ. 6°26′05″ ა. გ. / 53.18000° ჩ. გ. 6.43472° ა. გ. | |
მდებარეობა | ნიდერლანდები |
ტერიტორიული ერთეული | ნორდენველდი, დრენთე |
ფართობი | 3,35 კმ² |
საშუალო სიღრმე | 1,25 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 2,20 მ |
ჩამდინარე მდინარეები | ლეკსტერჰოფდიპი ლეიტინგერუოლდერპოლდერი როდერვარტი როდერუოდერ-მატსლოტი |
გეოგრაფია
რედაქტირებალეკსტერმერი მდებარეობს ნორდენველდის მუნიციპალიტეტში დრენთესა და გრონინგენის პროვინციების საზღვართან. 1990 წლის მუნიციპალურ რეორგანიზებამდე, პროვინციის საზღვარი ტბის ჩრდილოეთით გადიოდა. ტბის სახელწოდება მომდინარეობს ადგილობრივი სოფლის, ლეკის სახელწოდებიდან, თარგმანში კი „ლეკსტერმერი“ ნიშნავს „ლეკის ტბას“.[1]
ტბის დასავლეთ მხარის ფსკერი ძირითადად ტორფითაა დაფარული, ამიტომ იგი განსაკუთრებულად პოპულარულია რეკრეაციისთვის. ტბის აღმოსავლეთ ნახევარს უფრო მყარი, ქვიშის ფსკერი აქვს, ამიტომ იგი სერფინგისთვისაა შესაფერისი. ლეკსტერმერის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი „რიტბურის“ სახელითაცაა ცნობილი. ტბის ფართობი 335 ჰექტარს აღწევს, მისი სიღრმე კი 1-1,5 მეტრია.[1]
ტბაში ჩაედინება მდინარეები: ლეკსტერჰოფდიპი, ლეიტინგერუოლდერპოლდერი, როდერვარტი და როდერუოდერ-მატსლოტი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Leekstermeergebied (1 November 2022). ციტირების თარიღი: 2 October 2023