ლევკოიონი (ლათ. Matthiola incana) — ერთ- ან ორწლოვანი დეკორატიული მცენარე კომბოსტოსებრთა ოჯახისა. აქვს დატოტვილი ღერო, რომელიც 20-80 სმ აღწევს, ლანცეტისებრი ან ვიწრო-უკუკვერცხოსებრი ფოთლები, სხვადასხვა შეფერილობის, სურნელოვანი, მარტივი ბუთხუზა ყვავილები, რომლებიც შეკრებილია მტევნისებრ ყვავილებად.

ლევკოიონი
2006-10-18Matthiola02.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  კომბოსტოსებრნი
სახეობა:  ლევკოიონი
ლათინური სახელი
Matthiola incana

ლევკოიონს იყენებენ დეკორატიულ ბებაღეობაში სკვერებისა და პარკების გასაფორმებლად, ასაჭრელ და საქოთნე მცენარედ.

ლიტერატურარედაქტირება