მთავარი მენიუს გახსნა

ლევან ხმალაძე (დ. 6 აპრილი, 1985, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, კვიპროსული „ოთელოსისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი.

ლევან ხმალაძე
ლევან ხმალაძე.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლევან ხმალაძე
დაბადების
თარიღი
6 აპრილი, 1985 (1985-04-06) (34 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ოთელოსი
ნომერი 8
ახალგაზრდული კარიერა
2001-2003 ნორჩი დინამოელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004-2010 დინამო თბილისი 86 (6)
2005-2006სიონი ბოლნისი (იჯარით) 28 (2)
2010 ჰაპოელი ხაიფა 2 (0)
2010-2013 დინამო თბილისი 91 (17)
2014 ჩიხურა საჩხერე 13 (0)
2014- ოთელოსი 8 (1)
ეროვნული ნაკრები
2003 საქართველო 19 წლ. 1 (0)
2008- საქართველო 12 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 5 ნოემბერი, 2014
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 3 ივნისი, 2014

კარიერარედაქტირება

საკლუბორედაქტირება

ლევან ხმალაძემ კარიერა 2001 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად თბილისის „ნორჩ დინამოელში“ დაიწყო თამაში, შემდეგ გადავიდა თბილისის „დინამოში“, ხოლო სამი სეზონის შემდეგ კლუბმა ბოლნისის „სიონში“ გაანათხოვრა. ლევანის ბოლნისური კარიერა ძალიან კარგ დროს დაემთხვა, 2005–2006 წლების სეზონში „სიონმა“ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2010 წელს თამაშობდა ხაიფის „ჰაპოელში“. 2008 წელს ხმალაძე კვლავ დინამოში დაბრუნდა, სადაც 2013 წლამდე ითამაშა. 2013 წელს ხმალაძემ გიორგი შაშიაშვილთან და ირაკლი ლექვთაძესთან ერთად „დინამო“ დატოვა.[1] სეზონის დასრულებამდე იცავდა საჩხერის „ჩიხურას“ ღირსებას.[2] ივნისიდან კვიპროსული „ოთელოსის“ ფეხბურთელია.

სანაკრებორედაქტირება

ლევან ხმალაძე 2008 წლიდან თამაშობს ეროვნულ ნაკრებში. იმავე წლის აგვისტოში უელსთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში[3] ნაკრების მწვრთნელმა ექტორ კუპერმა გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი ექტორისთვისაც და ლევანისთვისაც სადებიუტო იყო ეროვნულ ნაკრებში. შემდეგ იყო ძირითად შემადგენლობაში იტალიასთან.

ტიტულებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. ცვლილებები დინამოში, დინამოს ოფიციალური საიტი, 24 დეკემბერი, 2013.
  2. ლევან ხმალაძე ,,ჩიხურელია", ჩიხურას ოფიციალური საიტი, 9 თებერვალი, 2014.
  3. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე