ლევან თანდილაშვილი

ლევან თანდილაშვილი (დ. 27 თებერვალი, 2003, ლაფანყური, თელავის მუნიციპალიტეტი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „თელავის“ მეკარე.

ლევან თანდილაშვილი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
27 თებერვალი, 2003 (2003-02-27) (21 წლის)
დაბადების
ადგილი
ლაფანყური,
თელავის მუნიციპალიტეტი,
საქართველო
სიმაღლე 191 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
თელავი
ნომერი 1
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2020– თელავი 25 (0)
ეროვნული ნაკრები
2021 საქართველო 19-წლ. 4 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 22 აპრილი, 2023

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 2003 წლის 27 თებერვალს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში. პირველი მწვრთნელები იყვნენ გიორგი ნუსხელიძე, მორის პარკინაშვილი, ოთარ იაშვილი და ვეფხია ტარუღაშვილი. ეროვნულ ლიგაში მისი დებიუტი 17 წლის ასაკში, გორის „დილასთან“ გამართულ შეხვედრაში შედგა. 2023 წლის აპრილისთვის „თელავის“ შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა. გამოირჩევა კარის ხაზზე საიმედო თამაშით, შესანიშნავი რეაქციით და განსაკუთრებით რთულ სათამაშო სიტუაციებში გაბედული და დამაჯერებელი მოქმედებით. ქართველ მეკარეებს შორის ითვლება თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ.[1]

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 4 შეხვედრა.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება