ლევან ახმეტელი (დ. 9 თებერვალი, 1954, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, ინჟინერი, პოლიტიკოსი.

ლევან ახმეტელი
დაბადების თარიღი 9 თებერვალი, 1954 (1954-02-09) (70 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

1977 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი. 1985-1991 წლებში მუშაობდა ინჟინრად სამშენებლო სამმართველოში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი; მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგამბულობის კომისიის წევრი (1990-1991); ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1990 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება