ლევან აბესაძე
ლევან აბესაძე (დ. 29 ოქტომბერი, 1973 — გ. 1 იანვარი, 1993) — ქართველი სამხედრო პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებალევან აბესაძე დაიბადა ქალაქ თბილისში. 1992 წლის 6 ნოემბერს გაიწვიეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ჩაირიცხა მე-11 ბრიგადის 110-ე სატანკო ბატალიონის პირად შემადგენლობაში რიგითად. თავის ბატალიონთან ერთად იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. 1993 წლის 1 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულაში ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.
ლიტერატურა
რედაქტირებაუკვდავება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, თბ., 2004, გვ. 27.