ლგბტ უფლებები ბრუნეიში

ლგბტ უფლებები ბრუნეიში — ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) პირები ბრუნეიში ისეთი სამართლებრივი გამოწვევების წინაშე დგანან, რომლებსაც არ განიცდიან ჰეტეროსექსუალი მაცხოვრებლები. ბრუნეიში ჰომოსექსუალობა უკანონოდ მიიჩნევა. სექსუალური ურთიერთობა მამაკაცებს შორის ისჯება სიკვდილით ან გამათრახებით. სექსი ქალებს შორის ისჯება ხელკეტებით ცემით ან თავისუფლების აღკვეთით. ამჟამად, სულთანატში მოქმედებს მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე. [1]

ბრუნეი

OutRight Action International-მა ბრუნეი აღწერა, როგორც „ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე შემაშფოთებელი მდგომარეობა ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში“. ლგბტ ბრუნეელები გრძნობენ, რომ საჭიროა ძალიან ფრთხილად იყვნენ თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნებისას.

2015 წელს დაარსებული ბრუნეის პროექტი მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების, მათ შორის რელიგიური თავისუფლების, სიტყვის თავისუფლებისა და ლგბტ უფლებების პოპულარიზაციას ბრუნეიში სოციალური მედიის საშუალებით. ჯგუფმა 2016 წელს მოაწყო კერძო საზოგადოების ღონისძიება, სადაც ჩაატარა ბრუნეის პირველი ღონისძიება „ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე“. [2]

ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობის კანონიერება რედაქტირება

მოქმედი კანონის მიღებამდე, ჰომოსექსუალობა იყო უკანონო და ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით 10 წლამდე. არ ითვალისწინებდნენ იმ ფაქტს, რომ დასაშვები ყოფილიყო ეს ქმედება მომხდარიყო კერძოდ და შეთამხმების საფუძველზე. 2014 წელს ბრუნეიმ გამოაცხადა, რომ იგი დაიწყებს შარიათის კანონის დაწესებას. მისი ამოქმედება დაგეგმილი იყო 2019 წლის 3 აპრილს. ამერიკელმა მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ დაწერა ღია წერილი, სადაც გააჟღერა ბოიკოტი ბრუნეის სულთნის სასტუმროების მისამართით, მათ შორის The Beverly Hills Hotel და Hotel Bel-Air.

როდესაც შარიათის კანონზე გადასვლის შესახებ გამოცხადდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მოუწოდა ბრუნეის, გადახედოს ამ სფეროში არსებულ კანონებს, რომლებიც მრავალი მედიასაშუალების მიერ შეფასებულია, როგორც „შუასაუკუნეების“, „არაცივილიზებული“ და „ქვის ხანაში დაბრუნება“. მათი განხორციელება გადაიდო 2019 წლის აპრილამდე, მას შემდეგ რაც სულთანმა განაცხადა, რომ ეს კანონები უნდა ჩაითვალოს ღმერთის „განსაკუთრებულ მითითებებად“. მამაკაცებს შორის სექსუალური ურთიერთობა ისჯება სიკვდილით, კერძოდ ქვით ჩაქოლვით, თუ ამას აღიარებენ ან ამას ხედავს ოთხი თვითმხილველი. სექსუალური ურთიერთობა ქალებს შორის ისჯება ან 40-ჯერ გამათრახებით ან 10 წლით თავისუფლების აღკვეთით. [3]

ლგბტ ადამიანებს, ისევე როგორც ქრისტიან და ბუდისტ უმცირესობებს, საერთაშორისო უფლებადამცველებმა ურჩიეს, ქვეყანაში ფრთხილად ემოქმედათ. ვინც ისლამის იმიჯის გაფუჭებას გადაწყვეტს, მძიმედ ისჯება.

2019 წლის მაისში, ფართო საერთაშორისო გმობისა და მედიის ყურადღების შემდეგ, ბრუნეის მთავრობამ განავრცო სიკვდილით დასჯის არსებული მორატორიუმი შარიათის სისხლის სამართლის კოდექსზე, ასევე მორატორიუმი შეეხო ჰომოსექსუალური ქმედებების გამო სიკვდილით დასჯას ქვებით. [1] [4]

გენდერული იდენტობა და გამოხატვა რედაქტირება

ბრუნეი არ იძლევა ოფიციალურ დოკუმენტებში პირის ან სქესის შეცვლის უფლებას. [5] დაუშვებელია სქესის შეცვლის ოპერაცია . [6]

2015 წლის 11 მარტს სახელმწიფო მოხელე დაჯარიმდა 1000 ბრუნეის დოლარით, სიარიას სისხლის სამართლის კოდექსის ბრძანებით, შეუფერებელი ჩაცმულობისთვის. [7]

საცხოვრებელი პირობები რედაქტირება

ლგბტ საზოგადოება ბრუნეიში ძალიან დაფარული და გასაიდუმლოებულია. ბრუნეის საზოგადოება ჰომოსექსუალობის ასოცირებას ახდენს „ფემინურ მამაკაცებთან“. [8]

2011 წელს ბრუნეის უნივერსიტეტის აკადემიკოსებმა ოფიციალურად შეისწავლეს ბრუნეიში მცხოვრები გეი ადამიანები. კვლევამ აჩვენა, რომ ისინი ჩუმად იყვნენ და სიფრთხილით ეკიდებოდნენ თავიანთ სექსუალური ორიენტაციას. მკვლევრებმა მხოლოდ 29 ლგბტ რესპონდენტის პოვნა შეძლეს, რომელთა ნაწილი უცხოელი იყო. [8] 2014 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 411,900 ადამიანი ცხოვრობდა . [9]

შემაჯამებელი ცხრილი რედაქტირება

ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობა ლეგალურია
 
(სიკვდილით დასჯა, მაგრამ, ამჟამად, ვრცელდება მორატორიუმი)
სექსუალური ცხოვრების დაწყების ასაკი
 
ანტიდისკრიმინაციული კანონები მხოლოდ დასაქმების დროს
 
ანტიდისკრიმინაციული კანონები საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში
 
ანტიდისკრიმინაციული კანონები ყველა სხვა სფეროში (მათ შორის, არაპირდაპირი დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა)
 
ერთნაირსქესიანთა ქორწინება
 
ერთნაირსქესიანი წყვილების აღიარება
 
შვილად აყვანა მარტოხელა ადამიანის მიერ მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა  
ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ ერთობლივად შვილის აყვანა
 
ლგბტ ადამიანებს სამხედრო სამსახურში ღიად მსახურობის უფლება აქვთ
 
სქესის შეცვლის იურიდიული უფლება
 
ლესბოსელების IVF-ზე წვდომა
 
კომერციული სუროგაცია გეი მამაკაცი წყვილებისთვის
 
მსმ-ებს სისხლის დონაციის უფლება აქვთ
 

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Brunei backs down on gay sex death penalty after international backlash. CNN. ციტირების თარიღი: 6 May 2019.
  2. Welcome to IDAHOT Newbies!
  3. Brunei introduces stoning to death for gay sex, adultery
  4. Brunei death penalty moratorium applied to new Shariah laws.[მკვდარი ბმული]
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-03. ციტირების თარიღი: 2020-11-27.
  6. mmoneymaker. (2017-06-20) LGBTIQ Rights in Southeast Asia - Where We Stand and Pathway Forward en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-03. ციტირების თარიღი: 2019-07-23
  7. Country Profile – Brunei. ციტირების თარიღი: 2 April 2019.
  8. 8.0 8.1 Gay Life in Brunei
  9. National Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 1 July 2015.