ლაშკენდერი

მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
(გადამისამართდა გვერდიდან ლაშკინდარი)

ლაშკენდერიმთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ტყვარჩელთან ახლოს. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონზე. მისი მთავარი მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 1373 მეტრია.

ლაშკენდერი
ხედი მთაზე ტყვარჩელის ბაზრის მოედნიდან
ხედი მთაზე ტყვარჩელის ბაზრის მოედნიდან
კოორდინატები: 42°49′01″ ჩ. გ. 41°44′29″ ა. გ. / 42.81694° ჩ. გ. 41.74139° ა. გ. / 42.81694; 41.74139
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1373 
ქედი აფხაზეთის კავკასიონი
ლაშკენდერი — საქართველო
ლაშკენდერი
ლაშკენდერი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ლაშკენდერი
სურათები ვიკისაწყობში

ლაშკენდერის მთა აფხაზთა შვიდი წმინდა ადგილიდან ერთ-ერთია. მთაზე შემორჩენილია ქრისტიანული ეკლესიის ნანგრევები (945 მ სიმაღლის მწვერვალზე), რომელზეც ლეოპარდების (ან შესაძლოა ძაღლების) ბარელიეფური გამოსახულება იკვეთება. ეკლესია, სავარაუდოდ, VII-XI საუკუნეებისთვის უნდა აეგოთ.[1]

სიტყვა „ლაშკენდერი“, იგივე „ლაშქენდარი“ მეგრულია და ნიშნავს დაჩრდილულ, ჩრდილო ადგილს — „შკენდი||შქერდი||შქედი“ — მთის ჩრდილოეთი ფერდობი, ჩრდილოვანი ადგილი, ჩრდილოეთი მხარე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. (რუსული) А. И. Джопуа, А. Ю. Скаков, А. В. Федотова კვლევები მთა ლაშკენდერზე დაარქივებული 2011-07-25 საიტზე Wayback Machine.