ლაშა იმედაშვილი (დ. 17 მარტი, 1960, თბილისი) — ქართველი მწერალი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი 2007 წელს.

ბიოგრაფიარედაქტირება

ლაშა იმედაშვილი დაიბადა 1960 წელს, ქალაქ თბილისში. დაამთვრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს.

1985-2000 წლებში მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში; 1997-2000 წლებში პრეზიდენტის პრესსამსახურში — საქინფორმი; 2004-2006 წლებში ტელეკომპანიაში „იმედი“. 2008 წლიდან არის თბილისის საკრებულოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი. არის ავტორი წიგნებისა: „ქართული ბესტსელერი“ (1999), „იმიტაციური მწერლობა“ (2000), „იესოს საქმე“ (2001), „პატრიარქის ზაფხული“ (2007) და სხვ. ასევე ავტორი კინოფილმების სცენარებისა: „გუშინ, დღეს, ხვალ“ (1984), „ბარიერი“ (1985), „კიდევ ერთი ქართული ისტორია“ (2000), „მატარებელი“ (2001), „სკამი“ (2004) და სხვა. თანაავტორი სცენარისა სერიალისთვის „მგლების ხორუმი“.

საკანდიდატო დისერტაცია თემა — „თანამედროვე ქართული ლირიკული პოემა“, დაიცვა 1985 წელს.

2007 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“, ხოლო 1996 წელს „ოქროს არწივი“ (წლის საუკეთესო სცენარისტი). ბავშვთა უფლებათა კონვენციაზე შექმნილი საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებისათვის გადაეცა გაეროს ბავშვთა ფონდის — „იუნისეფის“ პრემია.

ბიბლიოგრაფიარედაქტირება

  • პატრიარქის ზაფხული : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა,, 2007. - 82გვ.. - ISBN: 978-99940-999-0-0
  • იმიტაციური მწერლობა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2002. - 191გვ.. - ISBN: 99928-946-3-6
  • იესოს საქმე (ავტორი). - თბილისი, 2000. - 80გვ.. - ISBN: 99928-34-45-5
  • ქართული ბესთსელერი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1999. - 336გვ. . - ISBN: 99928-16-33-3
  • პოეტური აღსარება : ლიტერატურული წერილები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1988. - 120გვ.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება