ლაქუცა

მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან ლაქუცა-ლაარტყალი)

ლაქუცა, ლაქუცა-ლაარტყალიმწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოების, მდინარეების ადიშჭალისა და ხალდეჭალის (ენგურის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4310 მ. აგებულია ქვედა პალეოზოური გრანიტოიდებითა და კრისტალური ფიქლებით. ახასიათებს ნივალური ლანდშაფტი. პირველი საბჭოთა ასვლა განხორციელდა 1931 წელს ალპინისტ შოთა მიქელაძის ხელმძღვანელობით.

ლაქუცა
კოორდინატები: 43°00′55″ ჩ. გ. 43°01′29″ ა. გ. / 43.01528° ჩ. გ. 43.02472° ა. გ. / 43.01528; 43.02472
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 4310 
ქედი სვანეთის კავკასიონი
ლანდშაფტი ნივალური
ამგებელი ქანები გრანიტოიდი და კრისტალური ფიქალი
ლაქუცა — საქართველო
ლაქუცა
ლაქუცა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ლაქუცა

ლიტერატურა რედაქტირება