ლაურისილვა (ესპ. Laurisilva - დაფნის ტყე) — სუბტროპიკული ტყე, რომელიც გავრცელებულია მაღალი ტენიანობის, შედარებით სტაბილური ტემპერატურის არეალებში. ხასაითდება დაფნისებრი მცენარეების გავრცელებით, რომლებიც მარადმწვანეა და ფოთოლპრიალა.

მაკარონეზიის ლაურისილვას რეგიონი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Madeira's Laurissilva Forest.jpg
მადეირას დაფნისებრთა ტყეები
ქვეყანა პორტუგალიის დროშა პორტუგალია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები ix, x
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 32°46′00″ ჩ. გ. 17°00′00″ ა. გ. / 32.76667° ჩ. გ. 17.00000° ა. გ. / 32.76667; 17.00000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 934
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 934
რუს.ინგლ.ფრ.

ესპანურ ენაში სიტყვა „laurisilva" ყველა სახის დაფნისებრთა ტყის აღსანიშნავად გამოიყენება. ტყის ეს სახეობა პრაქტიკულად ენდემურია ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრიკის სანაპიროსთან მდებარე მაკარონეზიის კუნძულებისათვის, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მადეირას კუნძულებს, კაბო-ვერდეს, აზორისა და კანარის კუნძულებს.

მაკარონეზიის ლაურისილვას რეგიონირედაქტირება

მაკარონეზიის კუნძულებზე დაფნისებრთა ტყეები ზღვის დონიდან 400 - 1200 მეტრზეა გავრცელებული. მოიცავს დაფნისებრთა სახეობებს - Apollonias, Ocotea, Persea, Clethra, Dracaena, Picconia.

ტყეები შედგება 40 მ და მეტი სიმაღლის მარადმწვანე, მაგარმერქნიანი ხეებისგან. მათი უმრავლესობა კუნძულებისათვის ენდემურია.

1999 წელს, იუნესკომ მადეირას კუნძულებზე მდებარე დაფნის ტყეები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: