ლატვიის გეოგრაფია

ლატვია მდებარეობს ბალტიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპის პლატფორმაზე, ესტონეთსა და ლიეტუვას შორის. ქვეყნის დაახლოებით 98 % მდებარეობს ზღვის დონიდან 200 მეტრამდე. ლატვიაში მდებარეობს დაახლოებით 12 000 მდინარე (საიდანაც მხოლოდ 17-ის სიგრძე აღემატება 97 კილომეტრს) და 3000 ტბა, რომელთაგანაც უმეტესობა არის აითროფიკული. ქვეყნის უდიდეს მდინარეებს წარმოადგენენ: დასავლეთის დვინა, ლიელუპე, გაუია, ვენტა და სალაცა. ტყეები (რომელთაგანაც უმეტესობა არის ფიჭვნარი) მოიცავს ქვეყნის 41 %-ს. კირქვის, ტორფის და დოლომიტის გარდა ლატვია ბუნებრივი რესურსებით არ არის მდიდარი. ლატვიას აქვს 531 კილომეტრის სიგრძის ქვიშიანი სანაპირო ზოლი, ლიეპაიასა და ვენტსპილსის პორტებით.

პარკი დაუგავას ლოკი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება