ლატვია-საქართველოს ურთიერთობები

ლატვია-საქართველოს ურთიერთობები — წარმოადგენს ურთიერთობებს ლატვიასა და საქართველოს შორის. ლატვიასთან დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 11 მარტს.

საქართველოს დროშა
ლატვიის დროშა

საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. 2009 წელს საქართველოსა და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული ოქმის [1] შესაბამისად, მხარეები რეგულარულად მართავენ ორმხრივ პოლიტიკურ კონსულტაციებს. აღნიშნული ოქმი ითვალისწინებს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავებას.

2008-2009 წლებში ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელა განვითარების დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ლატვიური მხარე საქართველოს დახმარებას უწევდა მიგრაციის სექტორში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის პოტენციალის გაძლიერებაში, განათლების სისტემის სრულყოფაში, ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებაში. საქართველო და ლატვია ასევე თანამშრომლობენ განათლებისა და კულტურის დარგებში.

2009 წლის 16 სექტემბერს, ქალაქ რიგაში საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური, ინდუსტრიული, მეცნიერული და ტექნიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომები ჩატარდა.

უმაღლესი დონის ვიზიტები საქართველოს მხრიდან

რედაქტირება
  • პრეზიდენტის ვიზიტი — 2004; 2008; 2012;
  • პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი — 2007; 2008; 2009;
  • საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი — 2008; 2010; 2011;

უმაღლესი დონის ვიზიტები ლატვიის მხრიდან

რედაქტირება
  • პრეზიდენტის ვიზიტი — 2005; 2008; 2010;
  • პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი — 2003; 2006; 2008; 2010; 2012;
  • საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი — 2004; 2007; 2011;

ეკონომიკური თანამშრომლობა

რედაქტირება

ლატვიასა და საქართველოს შორის 2012 წელს ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 1,48 ათასი აშშ დოლარი, ხოლო იმპორტმა 4,52 ათასი აშშ დოლარი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Protocol on Cooperation between the Ministry of Foreign Affairs of Georgia and the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Latvia“